საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ფიფამ დაადასტურეს, რომ 2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება. გადაწყვეტილება ფიფას დელეგაციის ჯიდაში ვიზიტის შემდეგ მიიღეს. ტურნირი 2023 წლის 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. „მოხარულები ვართ, რომ ჯიდა, თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და რეპუტაციით, ...
