„რაი სპორტის” ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ გადაცემა La Domenica Sportiva Estate-ში „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ილაპარაკა:
„გასულ პარასკევს ჩვენ ვთქვით, რომ რომში გაიმართა აურელიო დე ლაურენტისის პირველი შეხვედრა აგენტ რობერტო კანდელასთან, რომელსაც ფეხბურთელი მეორე მამად მიიჩნევს. ეს შეხვედრა FilmAuro-ში შედგა და ორი საათი გაგრძელდა. მის შესახებ ყველამ დაწერა. როგორც ოსიმენის გარემოცვამ ასევე კლუბმა თქვეს, რომ საუბრის დროს გარემო იყო უშუალო და სასიამოვნო.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარი უშუალო გამოვიდა, მხარეები თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ. ახლა ისინი ცდილობენ გამონახონ ბალანსი თავდამსხმელის ხელფასსა და იმ დიდ გამოსასყიდ თანხას შორის, რომელსაც დე ლაურენტისი ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს. ოსიმენის ამჟამინდელი ჯამაგირი წელიწადში 4,5 მილიონი ევროა, მაგრამ ფეხბურთელის დასაბევებლად „ნაპოლის” შესაძლოა მისი 6 მილიონამდეგაზრდაც კი არ ეყოს. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული გამოჩნდეს კლუბი, რომელიც ისეთ თანხას გადაიხდის, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.
ამასობაში კი სერია A-ს საუკეთესო ფორვარდისთვის ბრძოლაში „პარი სენ ჟერმენს”, „ბაიერნსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” „რეალიც” შეუერთდა. ის პირადად ბიჭს, რომლის კატეგორიული მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, გასამრჯელოს სახით 10 მილიონ ევროს ჰპირდება. იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვერ გამოვლენ, „ჩელსისა” და „ლივერპულის” ვარიენტები გამოირიცხა. ფეხბურთელს ყველაზე მეტად „ნაპოლიში” სურს კიდევ ერთი წლით დარჩენა, მაგრამ ისეთ ხელფასს ითხოვს, რომელიც მისი სატრანსფერო თანხის ადექვატური იქნება”, — თქვა ვენერატომ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
