საქართველოში მიმდინარე 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და ბელგიის ნაკრებთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
დავიწყოთ იმით, რომ შეხვედრას 41 886 მაყურებელი დაესწრო და 1996 წლის ფინალის (ესპანეთი-იტალია, 34 600) რეკორდი მოხსნა.
რამაზ სვანაძემ სასტარტოში ზედმეტად ფრთხილი შემადგენლობა დააყენა, მაგრამ ამ სიფრთხილემ არ გაჭრა – ბელგიელები უკეთესად თამაშობდნენ, ჩვენებს კი შეტევებში გადასვლა უჭირდა. გვქონდა შეცდომები დაცვაშიც. შედეგად 2 ბურთიც მივიღეთ: დე კუპერმა ჯერ გაგვიტანა, შემდეგ კი რამაზანს გაატანინა.
ტაიმი რომ წავაგეთ, სვანაძემ თამაშის გამოსწორება შეცვლებით სცადა და მოედანზე სამი ახალი ფეხბურთელი შეუშვა, რამაც შედეგი გამოიღო და გიორგი წიტაიშვილმა სხვაობა მალევე შეამცირა.
იქვე გათანაბრების შანსიც გვქონდა, მაგრამ ირაკლი აზაროვმა რეალური მომენტი გააცუდა. საერთოდაც, მეორე ტაიმში ბევრად უკეთ ვითამაშეთ და გიორგი გულიაშვილმა 87-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა – 2:2.
ჯგუფის მეორე მატჩი პორტუგალიასა და ნიდერლანდებს შორის 1:1 დასრულდა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს; შემდეგ 2-2 ქულით ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები მოდიან; პორტუგალია 1 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ბოლო ტურში საქართველო ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო პორტუგალია – ბელგიას.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
