„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, 20 ივნისს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ისლანდიის ნაკრებთან მატჩში, ცხადია, პორტუგალიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. თავდამსხმელისთვის ეს თამაში ეროვნული ნაკრებში მე-200 გამოდგა, რაც მსოფლიო რეკორდია. პორტუგალიელებმა სწორედ მისი 89-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს ისლანდიელებს.
შედეგად კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მატჩის წინ მას გადაეცა სერთიფიკატი, როგორც მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში 200 მატჩი ჩაატარა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის უახლოესი მდევარი ქუვეითელი ბადრ ალ-მუტავაა. ეროვნულ ნაკრებში მას 196 მატჩი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ 38 წლის რონალდუს ნაკრებებში გოლების რაოდენობით რეკორდიც ეკუთვნის. პორტუგალიის ნაკრებში მან 122 გოლი გაიტანა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
