დიადი !

დიადი !

Djokovic claims record 23rd Grand Slam title with third French Open |  Reutersნოვაკ ჯოკოვიჩი „როლანდ გაროსის“ გამრჯვებულია! სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი სამ სეტში დაამარცხა და „დიდი მუზარადის“ ტურნირი 23-ედ მოიგო.

ნოლე გახდა ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი კაცთა შორის და დაეწია ვინუს უილიამსს, ვინაც ქალთა შორის არის რეკორდსმენი.

ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ბრძოლა სამივე სეტში იყო. ნოლემ პირველი ტაიბრეიკზე მოიგო (7:6), ხოლო მომდევნო სეტებში მეტოქეს თითო ბრეიკით აჯობა (6:3; 7:5) აჯობა. მთლიანობაში ნოვაკს პრობლემა არ ჰქონია და რეკორდულ მიღწევამდე მარტივად მივიდა. პლუს, ჯოკოვიჩი პირველი კაცი ჩოგბურთელია, რომელმაც „დიდი მუზარადის“ თითოეული ტურნირი მინიმუმ სამჯერ მოიგო.

ნორვეგიელი რუდი კი ზედიზედ მეორე ფინალში დამარცხდა – სკანდინავიელი ჩოგბურთელი შარშან რაფა ნადალთან დამარცხდა.

სამაგიეროდ, ზედიზედ მეორე წელიწადია „როლან გაროსის“ ქალთა ტურნირს პოლონელი იგა შვიონტეკი იგებს – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალურ შეხვედრაში ჩეხ კაროლინა მუხოვას 6:2; 5:7; 6:4 მოუგო და კარიერაში მეოთხე „დიდი მუზარადის“ მოგება იზეიმა, აქედან სამი – „როლან გაროსი“.

Iga Swiatek im Interview: „Meinen Spielstil habe ich von Nadal” - tennis  MAGAZIN

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...