NBA-ს სუპერფინალში „დენვერ ნაგითსი“ პირველად გავიდა და ნანატრ ჩემპიონობას ერთი მოგება აშორებს. კოლორადოელებმა „მაიამის“ სტუმრად მეორე მატჩშიც აჯობეს და ფინალურ სერიაში უკვე 3:1-ს იგებს.მაიამელებმა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაუძლეს მეტოქეს, მესამე მეოთხედიდან უპირატესობა სტუმრების მხარეს გადავიდა, მეტოქეს 13 ქულით გაექცნენ და მატჩის ბოლოსაც ასეთი სხვაობა დააფიქსირეს – 108:95.
სტუმრებს 27 ქულით აარონ გორდონმა ულიდერა, ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა – 23 ქულა, 12 მოხსნა. ჯამალ მარი კი გახდა პირველი კალათბურთელი, ვინაც NBA-ს ფინალების ისტორიაში ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო 10 და მეტი პასის გაკეთება.
„დენვერი“ – „მაიამის“ მორიგი ჯახი 13 ივნისს არის ჩანიშნული. სტატისტიკის მიხედვით, NBA-ს ფინალებში მხოლოდ ერთმა კლუბმა შეძლო სერიაში ასეთი ჩამორჩენის შეტრიალება. „კლივლენდ კავალიერსმა“ და ლებრონ ჯეიმსმა 2016 წელს „გოლდენ სტეიტს“ 1:3-დან აჯობეს და ჩემპიონები გახდნენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
