„ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელი ვარსკვლავის ელიფ ელმასის აგენტი ჯორჯ გარდი ტრანსფერებში გათვითცნობიერებულ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს თავისი კლიენტის შესახებ ელაპარაკა.
„ვფიქრობ, ელმასი „ნაპოლიში” სათანადოდ დაფასებული არ არის. ის მართალია ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ელიფი ოთხი წელიწადია მაღალ დონეზე თამაშობს. მას რეგულარულად იძახებენ ნაკრებში. მისი გადაბირება ბევრს სურს. ის უნივერსალურია, პიროვნულად ძლიერია და დიდი მომავალი ელის. ახლა ჩვენ დაველოდებით „ნაპოლის” ახალ მწვრთნელს და მისი დამოკიდებულების მიხედვით გადავწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კარგი კლუბის პოვნის პრობლემა არ არის. ელმასი მოსწონთ ინგლისში, ესპანეთსა და ბუნდესლიგაში”, — თქვა გარდიმ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
