თვე: მაისი 2023

Home 2023 მაისი
ბარახა: ბიჭები გასახდელში ქანცგაწყვეტილები შემოვიდნენ
ჩანაწერი

ბარახა: ბიჭები გასახდელში ქანცგაწყვეტილები შემოვიდნენ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ესპანიოლთან” შინ 2:2 ითამაშა. შედეგად, „ესპანიოლი” ლა ლიგიდან გავარდა, „ღამურების” ამბავი კი ბოლო ტურში, „ბეტისთან” სტუმრად თამაშში გადაწყდება. ვალენსიელთა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ბარსელონელი კოლეგის ლუის გარსიას მსგავსად შეხვედრა უპირველეს ყოვლისა ემოციური კუთხით შეაფასა. მატჩი მართლაც დრამატული იყო. მასპინძლები ჯერ 1:0-ს იგებდნენ, შემდეგ 1:2 ჩამორჩნენ და მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებში გაიტანეს გოლი, რომელმაც...

სპალეტიმ არ იცოდა ვინ ვიყიდეთ
ჩანაწერი

სპალეტიმ არ იცოდა ვინ ვიყიდეთ

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-ს ინტერვიუ მისცა. საუბარს ჟურნალისტი ფაბიო ფაციო უძღვებოდა. გთავაზობთ ამონარიდებს: „ჩემ გარდა „ნაპოლის” ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. ივნისში, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ახლა რაღას აპირებო, რაზეც ვუპასუხე: სკუდეტოს მოგებას. ამ პასუხმა ისინი გააოცა. გაოცებული და შეშფოთებული იყო ლუჩანო სპალეტიც, რადგან მან არ იცოდა ვინ ვიყიდეთ… …სპალეტი...

ხვიჩა ხელშეუხებელია
ჩანაწერი

ხვიჩა ხელშეუხებელია

კვარა რომ „ნაპოლიში” რჩება ეს უდავოა, ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი სეზონით. აურელიო დე ლაურენტისმა მკაფიოდ იცის რასაც აკეთებსო, წერს calciomercato და დასძენს, რომ თუ „აძურის” მეპატრონეს ფულის შოვნა უნდა, კიმსა და ოსიმენს გაყიდის. უკვე დადასტურდა, რომ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „სტადიო მარადონას” დატოვებს, ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოსაპოვებლად საქმის გაძღოლა კი ახალ თავკაცს მოუწევს, მაგრამ პრეზიდენტს ღრმად...

მიქაუტაძე!!!
ჩანაწერი

მიქაუტაძე!!!

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს – ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) ოფიცილაური გვერდი ავრცელებს. UNFP-ის მიერ წლის ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ ასევე ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“). გამარჯვებულები სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოავლინეს. „ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბოლო ტურში „ბასტიასთან“...

კანადა  28
ჩანაწერი

კანადა 28

ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადამ გერმანია 5:2 დაამარცხა და ტიტული ოცდამერვედ შემართა. ახლა კანადელები ერთით უსწრებენ რუსებს (სსრკ-ს ჩათვლით). ფინალი კი იოლი არ ყოფილა. გერმანია ორჯერ იგებდა, მაგრამ კანადელებმა ორჯერვე გათანაბრეს. მესამე პერიოდი კი ოკეანისგაღმელებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს. ეს გერმანელთა მეორე ფინალი იყო და მეორე მარცხი. მაშინაც, შორეულ 1930 წელს...

დარჩა ტიტული…
ჩანაწერი

დარჩა ტიტული…

ფინეთსა და ლატვიაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში კანადა და გერმანია ითამაშებენ. ორივე გუნდი ნახევარფინალურ მატჩებში აგებდა, მაგრამ… კანადელები ორჯერ აგებდნენ ლატვიასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში სამი შაიბა გაიტანეს და 4:2 მოიგეს. გერმანიამ კი, სამჯერ შეუტრიალა თამაში აშშ-ს: თავიდან 0:2 ჩამორჩნენ, რაც პირველივე პერიოდში გაათანაბრეს; მეორეში უკვე 2:3 აგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გაიტანეს და...

კიდევ ერთი ოსიმენი
ჩანაწერი

კიდევ ერთი ოსიმენი

ნეაპოლში ვიქტორ ოსიმენს ახალი მურალი უძღვნეს. ის მხატვარმა რაფო არტმა იმ დასახლებაში შეასრულა, რომელსაც ბაკოლის უწოდებენ და ცენტრიდან 15 კილომეტრშია. ნიგერიელი ნეაპოლელი გულშემატკივრის კერპია, რომელმაც საჩემპიონო სეზონში „სტადიო დიეგო მარადონაზე” ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. კედელზე ოსიმენი ვეზუვის ფონზეა გამოსახული. კომპოზიციას რასაკვირველია ამშვენებს ფარი ციფრით სამი, რაც „აძურის” მიერ მოგებული სკუდეტოების რაოდენობას ნიშნავს. რაფო არტმა ერთი...

უმნიშვნელოვანესი მატჩი მამარდას ვალენსიასთვის
ჩანაწერი

უმნიშვნელოვანესი მატჩი მამარდას ვალენსიასთვის

„ვალენსიას” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 88 სეზონი აქვს ჩატარებული, მის დღევანდელ მეტოქეს, ბარსელონის „ესპანიოლს” კი 87. ამაზე მეტი გადაღმა იბერიელთა უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში მხოლოდ სამ კლუბს „რეალს”, „ბარსელონას” და „ბილბაოს” გაუტარებია. ისინი ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილან. „ვალენსიას” და „ესპანიოლს” ჯამში ელიტაში უფრო მეტი წელი დაუყვიათ, ვიდრე გავარდნის სხვა კანდიდატებს — „სელტას” (57), „ვალიადოლიდს” (46), „ხეტაფეს” (18),...

გერმანიის ჩემპიონობამაც ვერ უშველა…
ჩანაწერი

გერმანიის ჩემპიონობამაც ვერ უშველა…

როგორც „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი თანამდებობიდან კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს. ოლივერ კანს კრისტიან დრიზენი შეცვლის, ჰასან სალიჰამიჯიჩის შემცვლელი კი ჯერ ცნობილი არ არის. „ოლივერ კანთან განშორების სამეთვალყურეო საბჭოსთვის მარტივი არ იყო, თუმცა სიტუაციის საერთო განვითარებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. გვინდა...

თემური და მისი რაზმი
ჩანაწერი

თემური და მისი რაზმი

17 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრისათვის კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა, რომელშც 25 ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრების გარდა კუნძულელები 20 ივნისს სტუმრად ნორვეგიას ეთამაშებიან. მეკარეები: კონსტანტინუს პანაგი (ომონია), დიმიტრის დიმიტრიუ (აპოლონი), ნეოფიტოს მიხაილი (ანორთოსისი); მცველები: ანდრეას კარო (აპოელი), მარიოს ანტონიადისი (ანორთოსისი), ნიკოლას იოანუ (კომო...