პსჟ-ის აქტიური გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილონი არიან. RMC Sport-ის ცნობით, ულტრასები პარიზელთა შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.
„ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში დამარცხებიდან (1:3) მეორე დღეს, ისინი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ და ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს პროტესტი გამოუცხადეს.
დღეს, 3 მაისს, გულშემატკივრები კლუბის შტაბ-ბინასთან აქციას კიდევ ერთხელ გამართავენ. პსჟ-ს ქომაგთა მოძრაობის განცხადებაში წერია: „დადგა ცვლილებების დრო – პარი სენ-ჟერმენმა ხელახლა უნდა აღმოაჩინოს თავისი სული, პარიზული სული და ბრწყინვალება. ღონისძიება მშვიდობიანი იქნება, ყველაფერი გონივრულად ორგანიზებული უნდა იყოს.“

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
