დღე: მაისი 2, 2023

Home 2023 მაისი 02 (სამშაბათი)
არის ახალი კონტრაქტი
ჩანაწერი

არის ახალი კონტრაქტი

პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. კლუბი უკეთეს მომენტს ელოდება, რათა ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადოს. საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში პსჟ ლორიანთან დამარცხდა (1:3). მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. 28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

თამაში დარჩა, დაბრუნება გადაიდო
ჩანაწერი

თამაში დარჩა, დაბრუნება გადაიდო

ხუთშაბათს, უდინეში, „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. ფრის შემთხვევაში „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონია. უდინეს პრეფექტურა და სხვა კომპეტენტური სამსახურები ბოლო დღეების განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ. იყო მოსაზრება მატჩი ადრე, შუადღისას ჩაეტარებინათ, მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. აქვე დაზუსტდა „ნაპოლის” უდინედან ნეაპოლში დაბრუნების გრაფიკიც. როგორც არ...

თურმე რა მომხდარა სინამდვილეში
ჩანაწერი

თურმე რა მომხდარა სინამდვილეში

ყველა დიდ ზეიმს ელოდა. ამ დღეს, „ნაპოლი” მესამედ უნდა გამხდარიყო იტალიის ჩემპიონი, მაგრამ 38 წლის ნეაპოლელი მამაკაცისთვის ეს დღე კოშმარი გამოდგა — ის მკერდში დანით დაჭრეს. ეს ამბავი შეხვედრის დამთავრებისთანავე გიამბეთ, მაგრამ მაშინ დეტალები იტალიურ პრესასაც არ ჰქონდა დაზუსტებული და შესაბამისად ვერც ჩვენ მოვყევით. ვთქვით, რომ კონფლიქტი ქუჩაში გატარება-არ გატარების ნიადაგზე წარმოიშვა. თურმე, რანაირ გატარებასა...

ორბალიანი მიწისძვრა ნეაპოლში
ჩანაწერი

ორბალიანი მიწისძვრა ნეაპოლში

დიახ, „ნაპოლიმ” „სალერნიტანას” ვერ მოუგო, მაგრამ ემოცია, რომელიც მატიას ოლივერას გოლის დროს „სტადიო მარადონასა” და მის შემოგარენში ამოიფრქვა, განსაკუთრებული გამოდგა. საგანგებო აპარატურამ კამპი ფლეგრეიში (ნეაპოლის მუნიციპალიტეტის დასავლეთი მხარე) რიხტერის სკალით 2 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის ეფექტი დააფიქსირა. ეს ნეაპოლის უნივერსიტეტის ინჟინერიისა და არქიტექტურის სტრუქტურათა დეპარტამენტის გუნდმა განაცხადა. საამისოდ, დეპარტამენტმა ტეკიოს მოედანზე მდებარე კოშკში აქსელომეტრები დაამონტაჟა. ეს...

მამარდა 50!
ჩანაწერი

მამარდა 50!

კადისში, „ნუევო მირანდილიაზე” გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ორმოცდამეათე შეხვედრა ჩაატარა. „ვალენსიას” ისტორიაში ამდენი 22 მეკარეს უთამაშია, მაგრამ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ქართველი მეკარესავით დაღვინებული ერთი მათგანიც არ ყოფილა. ხვალ, ვილიარეალთან შეხვედრაში მამარდაშვილი ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გაუტოლდება ჯასპერ სილესენს, ჰოლანდიელ მეკარეს, რომელიც მან სათადარიგოთა სკამზე დასვა და თუ რამე არ შეუშლის ხელს, 21 მაისს, „რეალთან”, ტიმორსაც...