ესპანურ LIGA LEB PLATA-ში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეი ოფის შეხვედრები დაიწყო. ვილი ისიანის ახალი გუნდი „ჰოსპიტალეტი“ ლიგაში დასარჩენად იბრძვის – გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად „ტალავერას“ წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 67:63 მოიგო.
ამ გამარჯვებაში ვილი ისიანის წვლილი ასეთია: 28 წუთი, 9 ქულა (6-დან 2 სამქულიანი, ერთი ორქულიანი, ერთი საჯარო) და 7 მოხსნა.
შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდის მონაწილე ქართველი გახდა, ვილიმ საჯარიმოების სროლის უფლება თამაშის ბოლოსკენ მიიღო, პირველი სროლა ზუსტად გამოიყენა, მეორე კი სპეციალურად ააცილა, რითაც მეტოქეს წუთშესვენებისა და შესაძლო სამქულიანი შეტევის შესაძლებლობა წაართვა. საბოლოოდ „ჰოსპიტალეტმა“ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და ახლა საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე 22 აპრილს ჩაატარებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
