ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე”, მატეო რეტეგის გოლი იტალიის ნაკრებისთვის ინგლისთან შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა — „სკუადრა აძურამ” ევრო 2024-ის პირველი შესარჩევი შეხვედრა 1:2 წააგო. და კიდევ, იტალიელი გულშემატკივარი რეტეგის მატჩისშემდგომმა ინტერვიუმ გააღიზიანა.
მოგეხსენებათ, თავდამსხმელისთვის ეს გახლდათ პირველი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ… რომელ ერზეა ლაპარაკი? რეტეგი არგენტინელია, მშობლებიც არგენტინელები ჰყავს და მხოლოდ დედის დედა ჰყავდა იტალიელი. არგენტინული „ტიგრეს” ფორვარდმა RAI-ს (იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი) კორესპონდენტს ინტერვიუ ესპანურად მისცა. ჟურნალისტის კითხვებს უთარგმნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი რაც რეტეგიმ თქვა ტაქტიანი და დიპლომატიური იყო, მან ილაპარაკა ისე, როგორც ახალ გუნდში მისული ფეხბურთელები ლაპარაკობენ — თქვა, რომ ძალიან უხარია იტალიის ნაკრებში თამაში, ოცნებობს „სკუადრა აძურასთან” ერთად გამარჯვებაზე და ასე შემდეგ — სოციალურ ქსელებში მაინც მღელვარება გამოიწვია.
გთავაზობთ რამდენიმე გულშემატკივრის კომენტარს, რომლებიც „კორიერე დელო სპორტმა” შეკრიბა და გამოაქვეყნა:
„შენ იტალიურიც არ იცი? მართლა?”; „საიდან უნდა იცოდეს იტალიური არგენტინაში დაბადებული მშობლების შვილია, რომელიც თვითონაც არგენტინაში დაიბადა და გაიზარდა”; იყო ღლიცინიც: „უი, ამას ისეთ აქცენტი აქვს ნამდვილად ბარიდან იქნება”; და სეროზული აღშფოთება: „იტალიაში დაბადებულ უამრავ ბავშვს მოქალაქეობაზე აწვალებენ, რეტეგის კი უცბად მისცეს პასპორტი”; „იგივე მოხდა პაოლო ბანკეროს (კალათბურთელი) შემთხვევაში, მან არც კი იცის სად არის იტალია, იტალიურად ერთ სიტყვას ვერ ამბობს, მაგრამ რაღაც იტალიურ სიამაყეზე ლაპარაკობენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
