25 მარტს, ბათუმში, საქართველო ამხანაგურ მატჩს გამართავს მონღლეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მონღლეთთან საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია უკაპიტნებს. „უახლოეს ორ მატჩში, მესამე მეკარის (ლუკა გუგეშაშვილი) გარდა, სათამაშო დრო ყველა ფეხბურთელს მიეცემა. ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ რამდენს ითამაშებს. რაც შეეხება გუგეშაშვილს, მას შემდეგ რაც ის პირველად გამოვიძახეთ ნაკრებში...
ბაიერნმა ტუხელი დაადასტურა
ახლა უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას – მიუნხენის „ბაიერნში“ იულიან ნაგელსმანი თომას ტუხელმა შეცვალა. ინფორმაცია კლუბმა უკვე დაადასტურა. მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ნაგელსმანის ნაცვლად „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი იქნება, ახალ მწვრთნელთან კლუბმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტუხელი საქმიანობას...
ბარსელონა ერთი სეზონი დაისვენებს?
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთან შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, „ბარსელონა“ უეფამ, შესაძლოა ერთი სეზონით ჩამოაშოროს ევროტურნირებს. ორგანიზაციის სადისციპლინო კოდექსში ნათქვამია, რომ კლუბებს არ შეუძლიათ გამოიყენონ უკანონო მეთოდები მატჩების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. თუ გუნდები ამ წესს დაარღვევენ, მაშინ მათ შეიძლება ევროტურნირებზე...
ტუხელი მოდის…
მიუნხენის „ბაიერნმა“ მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან გაანთავაისუფლა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მიუნხენელები ნაგელსმანის ადგილზე თომას ტუხელს დანიშნავენ, რონელთანაც 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ტუხელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია – დარჩენილია ამ სამწვრთნელო ცვლილების ოფიციალური დადასტურება. მისი დებიუტი კი 1 აპრილს, „დორტმუნდთან“ საშინაო მატჩში შედგება. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ბუნდესლიგას სწორედ „დორტმუნდი“ ლიდერობს, რომელიც „ბაიერნს“ ქულით უსწრებს. მიმდინარე...
იტალიელი ბებიის გოლი ინგლისის ნაკრების კარში
იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან...
ინგლისელებმა ნეაპოლში მარადონას გაკენწვლა სცადეს
იტალიის ნაკრებმა ნეაპოლში ინგლისის ეროვნულ გუნდთან 1:2 წააგო. „დიეგო მაარადონაზე” გამართულ შეხვედრას ორი ათასი ინგლისელი გულშემატკივარი დაესწრო. სტადიონზე წასვლამდე ისინი ზღვის პირას შეიკრიბნენ. ვითარებას მზიანი დარი ალამაზებდა. რასაკვირველია, ადგილობრივი სამართალდამცველები დაძაბულობას არ გამორიცხავდნენ და შესაძლო გართულებისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ერთი-ორ ლოკალურ ინციდენტს თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რამაც ნეაპოლელთა აღშფოთება გამოიწვია ინგლისელების ბანერი...





