იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა „რომას” პროტესტს. დედაქალაქის კლუბი ჩიოდა, რომ „კრემონეზესთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში მისმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ წითელი ბარათი და თანმდევი ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია დაუმსახურებლად მიიღო. სასამართლომ თქვა, რომ დამატებითი გამოძიება ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ მანამდე პორტუგალიელს უფლება აქვს ჩვეულებრივ გააგრძელოს საქმიანობა. დღეს, „იუვენტუსთან” შეხვედრაში ის მოედნის კიდესთან იქნება.
გავრცელებული განცხადების თანახმად კოლეგია ობიექტურად მიიჩნევს, რომ ვერდიქტის გამოტანა ჯერ ადრეა, რადგან საჭიროა საკითხის უფრო ღრმად შესწავლა. მოგეხსენებათ, „განსაკუთრებული” მეორე ტაიმის დასაწყისში მეოთხე მსაჯთან შელაპარაკების გამო გააძევეს. კოლეგია აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საკითხი ამოწურულად არ მიაჩნია გახლავთ ისიც, რომ ხსენებული მეოთხე მსაჯისგან მომხდარის დაწვრილებით აღწერა ჯერ ვერ ხერხდება.
შემდეგი განხილვა 10 მარტს არის დანიშნული.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
