დღე: მარტი 5, 2023

Home 2023 მარტი 05 (კვირა)
ლიპომ ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

ლიპომ ოქრო გაიხსენა

ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა და აქედან ორი გამოიყენა. ოქროს მედალი ირგუნა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ.), რომელმაც ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკემ მიმავალ გზაზე ლიპარტელიანმა ბრაზილიელი ლეანდრო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანი და იაპონელი კოტერო უეოკაც დაამარცხა. ბრინჯაო მოიპოვა გელა ზაალიშვილმა (100კგ.). ჩვენებურმა ტაჯიკ ტემურ...

წინ ბადახოსია!
ჩანაწერი

წინ ბადახოსია!

ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ. ავჭალაში გამართულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელი „მუხები“ 31:7 დაამარცხა და 2023 წლის პირველობის მთავარ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ხანგრძლივი წვიმის მიუხედავად „ავჭალის“ სათამაშო მინდორმა თავისი იდეალური მდგომარეობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა, არადა მის კონდიციას ორი ძალისმიერი გუნდის ცხარე ჯახი დიდ საფრთხეს უქმნიდა. მინდვრის საფარმა გაუძლო ისევე, როგორც ქართველთა...

მამუკელაშვილმა პოპოვიჩთან თამაში დაიწყო
ჩანაწერი

მამუკელაშვილმა პოპოვიჩთან თამაში დაიწყო

სანდრო მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის ხელში ითამაშებს. მამუმ სტანდარტული კონტრაქტი „სან ანტონიოსთან“ გააფორმა, რომელსაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი წვრთნის და ჩვენებურიც მოედანზე პირველი მატჩში გამოჩნდა. ტეხასურ დერბიში „სან ანტონიომ“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 110:112 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 16 წუთში გუნდს 6 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა. მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან...

ვალენსიას დიდი გამარჯვებები კამპ ნოუზე
ჩანაწერი

ვალენსიას დიდი გამარჯვებები კამპ ნოუზე

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ბარსელონასთან”. ისტორიაში ეს გუნდები „კამპ ნოუზე” 87-ჯერ შეხვედრილან, აქედან 51 თამაში მასპინძლებს მოუგიათ, 23 ფრედ დამთავრებულა, ხოლო 13-ჯერ „ღამურებს” უზეიმიათ გამარჯვება. სხვა სიტყვებით, როდესაც „ვალენსია” ბარსელონაში მიემგზავრება, კარგს არაფერს ელის, მაგრამ ყოფილა ცალკეული ეპიზოდები, რომელთაც „ჩეები” დღემდე ამაყად იხსენებენ. ლაპარაკია იმ შეხვედრებზე, როდესაც საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ „ვალენსიას” „ბარსელონა” ნოკაუტში...

აგებენ, როდესაც მარიო რუი არ თამაშობს
ჩანაწერი

აგებენ, როდესაც მარიო რუი არ თამაშობს

რამდენჯერაც „ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში წააგო, იმდენჯერ მოედანზე არ იყო მარიო რუი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის როდესაც მარცხენა მცველობას პორტუგალიელი კი არა მატიას ოლივერა წევდა, „ნაპოლი” მარცხდებოდა — პირიქით, ბევრჯერ მოიგო — ანუ უხეში პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია: თუკი „აძური” აგებს, ესე იგი მარიო რუი არ თამაშობს. იგივე მოხდა პარასკევს „ლაციოსთან” შეხვედრაში....

იბრძოლეთ! გჯეროდეთ!
ჩანაწერი

იბრძოლეთ! გჯეროდეთ!

სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ” შინ „ლაციოსთან” 0:1 წააგო. ეს მარცხი მოგებებს დაჩვეულმა ნეაპოლელებმა მწარედ განიცადეს, თუმცა გუნდის გულშემატკივართა ეგრეთწოდებულ ულტრა ჯგუფებს მომხდარზე სწორი რეაქცია ჰქონდათ: „ცდება ის, ვინც იბრძვის. ახლა, თავი აწიეთ და განაგრძეთ”, — წერია ბანერზე, რომელიც მათ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ბაზის ახლოს გამოფინეს. ამასობაში, „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა:...

დისკვალიფიკაცია მოუ-ხსნეს!
ჩანაწერი

დისკვალიფიკაცია მოუ-ხსნეს!

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა „რომას” პროტესტს. დედაქალაქის კლუბი ჩიოდა, რომ „კრემონეზესთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში მისმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ წითელი ბარათი და თანმდევი ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია დაუმსახურებლად მიიღო. სასამართლომ თქვა, რომ დამატებითი გამოძიება ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ მანამდე პორტუგალიელს უფლება აქვს ჩვეულებრივ გააგრძელოს საქმიანობა. დღეს, „იუვენტუსთან” შეხვედრაში ის მოედნის კიდესთან იქნება. გავრცელებული განცხადების თანახმად...