„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „კორიერე დელა სერას” ვრცელი ინტერვიუ მისცა.
„ჯერ მარტია და წინ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ისიც მართალია, რომ მე ყველაფრის მოგება მინდა. ჩვენ მიზნის მისაღწევად თავს ვწირავთ, მსხვერპლს ვიღებთ. ვფიქრობ წარმატება დავიმსახურეთ, მაგრამ ახლა ყურადღების მოდუნება არაფრით შეიძლება. სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი საქმისადმი დამოკიდებულება მუდან ერთია: შემართება და მოგებისთვის ბრძოლა”, — თქვა „აძურის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა.
წარმატების საიდუმლო? ჩვენ მუდამ მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. ყველა ერთმანეთს ვაქეზებთ და თუ რომელიმეს უჭირს, დახმარების ხელს ვუწვდით. ასეთი სოლიდარობის ახსნა იმ ხალხისთვის, ვისაც მსგავსი არაფერი არ გამოუცდია, ძნელია. ყველა ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. და როდესაც ასეთი მიდგომის გწამს, მაშინ გამარჯვებაც მოვა. პლუს, ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც გუნდის ტვინია. თქვენ გაინტერესებთ მან თუ იცის რას ვფიქრობ მე? იცით, თუკი ოდესმე მეც გავხდები მწვრთნელი, მინდა მისნაირი ვიყო.
კვარაცხელია? ჩვენ პირველი ვე წუთიდან თანამოაზრეები გავხდით. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამასთან ოქროს ბიჭიცაა. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
პრემიერ ლიგა? ვფიქრობ, პრემიერლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელის ამბიციაა. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს… მაგრამ, ამწუთას, გარწმუნებთ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ეს შესანიშნავ სეზონს დამინგრევდა. დღეს არსებობს მხოლოდ „ნაპოლი” და მორჩა. წერტილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
