გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა (2017-19) მარსელინო გარსია ტორალმა რადიო Onda Vasca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ღამურების” მფლობელი და ხელმძღვანელი ფირმის „მერიტონის” საქმიანობა გააკრიტიკა. მარსელინო ბოლოს „ბილბაოში” (2021-22) მუშაობდა.
„ფაქტია, რომ სანამ „ვალენსიაში” ახლანდელი მენეჯმენტია (მეპატრონე სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი გახლავთ) ის ვერ მიუახლოვდება პოზიციას, რომელიც მისი ისტორიის, გულშემატკივრის და მასშტაბის კლუბს ეკუთვნის. ეს სამწუხაროა და სისულელეა”, — თქვა 57 წლის მწვრთნელმა, რომელიც „ვალენსიასა” და „ბილბაოს” გარდა ხელმძღვანელობდა „ვილიარეალს”, „სევილიას”, „სანტანდერს”, „სარაგოსას” და სხვა კლუბებს.
შემდეგ მარსელინომ „ღამურების” არასწორ ტრანსფერებზე ილაპარაკა:
„გონსალო გედეში გუნდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ვიდრე დღეს არის ედინსონ კავანი. თეორიულად შეიძლება კავანიმ ძველებურად დაიწყოს გოლების გატანა და გედეშს როგორც ბომბარდირმა გადაასწროს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს მაინც გედეს ვამჯობინებდი. მას აფეთქებები ახასიათებს და გუნდისთვის ბევრი რამის მოტანა შეუძლია. ამასთან, ვფიქრობ, კავანის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა და იმ ურუგვაელს, რომლითაც ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით, ვეღარ ვიხილავთ. ასე რომ, კავანი რასაკვირველია ჩინებული ფეხბურთელია, მაგრამ მე გედეშს არ გავუშვებდი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
