საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრის კარტერონმა კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ დებიუტზე ისაუბრა. შეხვედრა 22 იანვარს „ალ-ნასრის“ გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
„ბედნიერი ვარ კრიშტიანუს საუდის არაბეთში ჩამოსვლით. პორტუგალიელი ყველა თამაშით ისიამოვნებს „ალ ნასრის“ დარ კლუბში. ეს ფანტასტიკური სიახლეა ადგილობრივი ფეხბურთისთვის. ყველას მოეწონება მისი სპექტაკლები. სტადიონები გაივსება.

რონალდუ საოცარი ფეხბურთელია და გვიხაროდა, რომ ასეთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ვითამაშეთ. გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძალიან საშიში იყო მინდორზე. შესამჩნევია, ჯერ არ არის 100%-ით მზად. თუმცა მოედანზე მასთან შეხვედრა პრივილეგიაა. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“.
რონალდუმ პირველივე წუთებიდან კაპიტნის სამკლაურით შეუცვლელად ითამაშა. ეფექტური მოქმედებებით არ გამორჩეულა. მატჩის ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდერსონ ტალისკამ 31-ე წუთზე გაიტანა.
:focal(1754x466:1756x464)/origin-imgresizer.eurosport.com/2023/01/22/3533259-72012348-2560-1440.jpg)
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
