Tag: ალ ნასრი

Home ალ ნასრი
კრიშტიანუმ ხმლით იცეკვა
Post

კრიშტიანუმ ხმლით იცეკვა

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბ „ალ-ნასრის“ პარტნიორებთან ერთად საუდის არაბეთის დაარსების დღე აღნიშნა. ფორვარდმა  ტრადიციული საუდური სამოსი ჩაიცვა და ხმლის ცეკვა შეასრულა. შემდეგ პორტუგალოელმა თავის ტვიტერზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და საუდელებს დღესასწაული მიულოცა. რონალდუ ალ ნასრში 2022 წლის 30 დეკემბერს გადავიდა. 37 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალ-ნასრი კმაყოფილია… რონალდუც, ცხადია…
Post

ალ-ნასრი კმაყოფილია… რონალდუც, ცხადია…

„ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ადაპტაციით კმაყოფილია. კლუბში რონალდუსთან პრეტენზია არავის აქვს. პირიქით, კრიშტიანუ კარგად ეგუება ახალ გუნდს და ცდილობს პარტნიორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ასევე ალნასრელები აღნიშნავენ ფეხბურთელის პროფესიონალიზმს და მის დადებით გავლენას გასახდელში. ერრიადულ კლუბში 37 წლის პორტუგალიელმა ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით სასარგებლო მოქმედებებით არ გამორჩეულა. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ რონალდუ ხელფასის 90%-ს საუდის...

რონალდუს ალ ნასრში დებიუტზე
Post

რონალდუს ალ ნასრში დებიუტზე

საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრის კარტერონმა  კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრში“ დებიუტზე ისაუბრა. შეხვედრა 22 იანვარს „ალ-ნასრის“ გამარჯვებით დასრულდა – 1:0. „ბედნიერი ვარ კრიშტიანუს საუდის არაბეთში ჩამოსვლით. პორტუგალიელი ყველა თამაშით ისიამოვნებს „ალ ნასრის“ დარ კლუბში. ეს ფანტასტიკური სიახლეა ადგილობრივი ფეხბურთისთვის. ყველას მოეწონება მისი სპექტაკლები. სტადიონები გაივსება. რონალდუ საოცარი ფეხბურთელია და გვიხაროდა, რომ ასეთი ვარსკვლავის წინააღმდეგ ვითამაშეთ....

კრიშტიანო საუდის არაბეთში…
Post

კრიშტიანო საუდის არაბეთში…

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის „ალ ნასრთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წელიწადში 175 მილიონ გირვანქას მიიღებს. საუდელებმა 37 წლის ფეხბურთელთან 7-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან 2,5 წლის განმავლობაში რონალდო უშუალოდ ფეხბურთით იქნება დაკავებული, ხოლო შემდეგ „ალ ნასრის“ ელჩი გახდება.