„ბათუმი“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის გაძლიერრებას განაგრძობს. მომავალ სეზონში გუნდში ითამაშებენ ახალწვეულები – გიორგი კვერნაძე, ლუკა ზარანდია, თორნიკე კაპანაძე. მუხრან ბაგრატიონი, ალექსანდრ იაკობსენი, სტეფან ჰაიდინი, ანტონ ჩიჩკანი.
თუმც, აჭარული კლუბი ამ ტრანსფერებზე გაჩერებას არ აპირებს – გუნდმა კონტრაქტი გააფორმა 26 წლის სერბი ცენტრალურ მცველ ნემანია ლუბისავლიევიჩთან. ის ბათუმში ერთ სეზონს გაატარებს რამდენიმე წელიწადს დარჩენის პერსპექტივით.
ლუბისავლიევიჩი 2020 წლიდან ლიეტუვაში, „ჟალგირისის“ შემადგენლობაში (72 თამაში, 2 გოლი) თამაშობდა, სადაც სამჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასისა და სუპერთსის გამარჯვებული გახდა. მანამდე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი (2017-20 წლები) ხორვატულ „გორიცაში“ (33 თამაში 2 გოლი) აქვს გატარებული.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
