„ნაპოლიმ” კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ცენტრში, დახურულ კარს მიღმა, „იუვე სტაბიასთან” ითამაშა. ამ შეხვედრის მიზანი 4 იანვარს „ინტერთან” პრინციპული დაპირისპირების წინ იმ ფორმის აღდგენა გახლდათ, რომლის წყალობითაც „აძური” სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. „იუვე სტაბია” კამპანიის რეგიონის კლუბია. ის სერია C-ში გამოდის.
„ლა რეპუბლიკა” წერს, რომ 50 წუთიან ტესტში „ნაპოლიმ” აჩვენა, რომ სწორ გზაზე დგას. გაზეთი გვამცნობს, რომ თამაში სწრაფი იყო და რაც მთავარია ხვიჩა კვარაცხელია ძველებურად ბრწყინავდა. ქართველისგან მისი თანაგუნდელები და ფანები სწორედ ამას ელიან. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმის გამო ბოლო სამი ოფიციალური შეხვედრა გამოტოვა.
„ტალანტი, რომელმაც „მარადონაზე” ცეცხლი დაანთო მოსამზადებელ პერიოდს ამთავრებს”, — წერს გამოცემა.
„ნაპოლიმ” „იუვე სტაბიას” 6:1 მოუგო. გოლი ქართველმა გარემარბმაც გაიტანა.
„ამ შეხვედრაში იმედისმომცემი სურათი გამოიკვეთა. კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეთამაშებულია და იმ კოზირს წარმოადგენს, რომელმაც „ინტერს” პრობლემები უნდა შეუქმნას”, — წერს „ლა რეპუბლიკა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
