„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ინტერვიუ ჩამოართვა პოპულარულ იტალიელ მწერალს, ნეაპოლელ რობერტო სავიანოს, რომელმაც სხვა თემების გარდა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„ჩემი ფავორიტი კვარაცხელიაა, — თქვა სავიანომ, — მის შესახებ მამაჩემმა ჯერ კიდევ ხვიჩას „ნაპოლიში” გადასვლამდე მითხრა. 21 წლამდელთა ნაკრებში უნახავს. მე ის მომწონს, რადგან ფეხბურთელის იერი არ აქვს. ის ჰგავს მორცხვ ბავშვს, რომელიც ბურთს ქუჩაში დასდევს. კიდევ, იმიტომ მომწონს, რომ ის რუსეთში თამაშობდა და ომი რომ დაიწყო, მართალია ამით მდიდრულ გერმანულ კლუბებში გადასვლის შანსი რისკის ქვეშ დააყენა, სამშობლოში დაბრუნდა. ჩემთვის კვარა არის ადამიანი, რომელმაც თქვა: არა პუტინს!”
შემდეგ მწერალმა სკუდეტოზე ილაპარაკა: „რის მეშინია? როგორც გულშემატკივარს მეშინია, რომ ისინი არ მოგვაგებინებენ. „დიდი მანქანა” ჩრდილოეთ იტალიის კლუბებს ქაჩავს. მეორე შიში ასეთია: როგორ გავაგრძელებთ თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ? ტრავმებზე უარესი მხოლოდ ერთი რამ არის — უმოქმედობა. და ყველაზე მეტად ვისი მეშინია? „მილანის”. ეს ალბათ ბავშვობის კოშმარის გამოძახილია, როდესაც გულიტის და ვან ბასტენის მეშინოდა. „იუვე” კი ნაკლებად მადარდებს. ვფიქრობ, მათ კლუბში აქვთ პრობლემები და ეს პრობლემები დააბრკოლებთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
