Breaking News

Day: December 30, 2022

ფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში

ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე აქტაუს „კასპიიმ“ „ბათუმიდან“ ქართველი ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა. ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა: „ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ფანცულაიამ კარიერაში 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“. ფანცულაია გასულ სეზონში „ბათუმში“ თამაშობდა – 29 მატჩში ჩაატარა 5 გოლი…

Read more

 სამგურალმა მიქაძე გაუშვა…

წყალტუბოს „სამგურალს“ გიორგი მიქაძე აღარ გაწვრთნის. მთავარი მწვრთნელის განთავისუფლების შესახებ განცხადება კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა –  მთავარ მწვრთნელთან შრომითი ხელშეკრულება კლუბის გადაწყვეტილებით შეწყდა. „სამგურალმა“ მადლობა გადაუხადა მიქაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში „სამგურალმა“ 57 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

Read more

პელე გაზაფხულიდან

„სარბიელის“ ვებ-გვერდზე ეს წერილი 2017 წლის 6 დეკემბერს დაიდო. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის წილისყრისას… ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან…

Read more

სიომა

ეს წერილი გაზეთ „სარბიელში“ 1998 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუბრიკით „ქართველები საბჭოთა ნაკრებში“… დღეს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა  – 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ პუბლიკაციის მთავარი გმირი სიომა ბარქაია…  წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის…

Read more

ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ

4 იანვარს, „სან სიროზე”, „ინტერი” ხვიჩა კავარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება შეხვედრა, რომლითაც ამ ორი გუნდისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ) სერა A განახლდება, მაგრამ რაც უფრო მთავარია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იქნება ძალიან პრინციპული მატჩი. მის შედეგს სკუდეტოსთვის ბრძოლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე მაგალითად, თუ ნეაპოლელი სტუმრები გაიმარჯვებენ, ისინი „ნეროაძურის” 14(!) ქულით გაასწრებენ….

Read more

ჯენარო გატუზო: სიკვდილის არ მეშინია

ესპანურმა გაზეთმა AS გიორგი მამარდაშვილის კლუბის, „ვალენსიას” იტალიელ მწვრთნელთან ჯენარო გატუზოსთან ვრცელი, ორნაწილიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის საუბარმა „ჩეების” ტექნიკურ-ტაქტიკური საკითხების გარდა გატუზოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტიც მოიცვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც თავად AS-მა ამოარჩია და საიტზე დადო. გატუზომ ფეხბურთის აღქმა შეიცვალა  27-28 წლის რომ ვიყავი „მილანში” ვთამაშობდი და ერთ-ერთ ესპანურ გუნდს შევხვდით. ჩვენ დავრბოდით…

Read more

ნეაპოლის შავ ბაზარზე კვარაბომბა გამოჩნდა

ნეაპოლი გადაირია. იტალიის ამ ქალაქში ხვიჩა კვარაცხელია კერპად რომ იქცა ვიცით და ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ვაი რომ ჩვენი ბიჭი ყუმბარადაც აქციეს — ახალი წლის წინა დღეებში ნეაპოლის შავ ბაზარზე გამოჩნდა ასაფეთქებელი სახელად „კვარაბომბა”. იტალიური პრესა იტყობინება, რომ პიროტექნიკის ტრადიციულ ასორტიმენტს აქამდე არსებული და კარგად ცნობილი „ბომბა მარადონას” მოდერნიზებული ვერსია შეემატა, რომელსაც ქართველი გარემარბის სახელი…

Read more