ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან” ორი საგოლე პასი შეასრულა და ერთი თავად გაიტანა. „ნაპოლიმ” 4:0 გაიმარჯვა, რის შედეგადაც 12 ტურიდან 32 ქულით პირველ ადგილზეა. და როგორია ხვიჩას პირადი მონაგარი? Opta Italia წერს, რომ იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც იტალიის ჩემპიონატს 2004-05 წლების სეზონის შემდეგ შეუერთდა ანუ მას მერე, რაც გუნდების რაოდენობა ისევ 20 გახდა, 12 შეხვედრაში ქართველზე უკეთესი...
გატუზო: მე რომ დავრბოდი ჩავი თამაშობდა
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბარსელონას” მასპინძლობს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ვინ აკლია გუნდს: პრობლემები ნახევარდაცვაში გვაქვს და არა დაცვაში. უკანა ხაზში მხოლოდ დიაკაბი გვაკლია, შუა ხაზში კი ნიკო და იუნუსი არ გვეყოლება. ფულკიე: ვერ გეტყვით იქნება თუ არა მოედანზე. ჯერ კიდევ კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა ვითამაშოთ „ბარსას” წინააღმდეგ და...
კონტე: VAR ფეხბურთს კლავს
VAR ფეხბურთს აზიანებს — თქვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრის ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მიზეზი: „სფურზისა” და „სპორტინგის” მატჩი 1:1 მთავრდებოდა, როდესაც 90+6 წუთზე ჰარი კეინმა ლისაბონელთა კარში გოლი შეაგდო. VAR-მა ეპიზოდი საეჭვოდ მიიჩნია. გოლი არ ჩაითვალა, რაც კონტემ ემოციურად გააპროტესტა და არბიტრმა მას წითელი ბარათი ამოუღო. ეს ამბავი...
ვინ მიდის ნაპოლიდან მსოფლიოზე?
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი. „ნაპოლის” ფეხბურთელებიდან ზოგი დანამდვილებით მიემგზავრება ყატარში, ზოგის საქმე კი გასარკვევია. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რეინჯერსის” 3:0 დამარცხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები „სასუოლოსთან” შეხვედრისთვის მზადებაზე გადაერთნენ. ეს გახლავთ პირველი მატჩი იმ ხუთიდან, მსოფლიოს ჩემპიონატამდე რომ დარჩა სათამაშო. შემდეგ კი საკლუბო ფეხბურთში ხანგრძლივი უქმობა დაიწყება — მუნდიალის პირველი შეხვედრა 20 ნოემბერს ყატარსა...
17-წლამდელების ორიდან ორი წაგება…
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა რუსთავში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და 2:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი წაგება აქვს (პირველ ტურში საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა ისრაელთან). ბოლო მატჩს გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ორშაბათს, 31 ოქტომბერს ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ინგლისი-საქართველო 6:2 გოლები: 1:0 დიბლინგი (3. გოლდინგის პასით)....
ლუის ენრიკეს ხუთი მეკარე, სად არის დე ხეა?…
ერთ თვეზე ცოტა ნაკლები დარჩა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მომავალი ტურნირისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გაფართოებული სიაში ვერ მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა. ლუის ენრიკე მუნდიალის საბოლოო არჩევანს 5 მეკარიდან გააკეთებს, რომელთაგან სამი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, ორი ესპანურ ლა ლიგაში: კეპა არისაბალაგა („ჩელსი“), რობერტ სანჩესი („ბრაიტონი“), დავიდ რაია („ბრენტფორდი“), დავიდ სორია...
დიეგო 62
შაბათს, 29 ოქტომბერს, „ნაპოლი” „სასუოლოს” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შეეცდება ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს. და კიდევ, ნეაპოლელი ფანებისთვის დღე იმით იქნება საგანგებო, რომ სტადიონზე მათი კერპის დიეგო მარადონას დაბადების დღეს აღნიშნავენ — დიდი არგენტინელი 62 წლის გახდებოდა. ამრიგად, „სასუოლოსთან” თამაშის წინ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი...
კაშიამ გაქვითა, იურჩენკომ კი წყალში გადაყარა
გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა” ერევნის „პიუნიკს” 2:1 მოუგო და ფაქტობრივად კონფერენციის ლიგის ფლეი-ოფშია. ეს გახლდათ თამაში, სადაც საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მცველმა გურამ კაშიამ გოლი გაიტანა — ანგარიში გაათანაბრა. სომხებს რომ მოეგოთ, დიდი ალბათობით თავი ქუდში მათ ექნებოდათ, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებმა ისეთ სათამაშო უპირატესობას მიაღწიეს, რომ „პიუნიკის” გამარჯვებაზე ლაპარაკი გაძნელდა. რამდენჯერმე...
ისლანდიაში კაპიტანსაც ელოდებიან…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის – სტუმრად ისლანდიაში და შინ იტალიასთან. მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ევრობასკეტის შემდეგ, ცხადია, ცვლილებები იქნება. ნაკრებს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. როგორც წესი, შესარჩევებს ვერც ევროლიგელები თამაშობენ, ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრების...
დაემხო ის, რაც 1930 წელს დაიწყო
„ნაპოლიმ” რეკორდი დაამყარა: ამ იტალიურ კლუბს ზედიზედ 12 თამაში აქამდე არასდროს მოუგია. რეკორდი დამყარდა ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში, რომელიც „აძურიმ” „რეინჯერსს” 3:0 მოუგო. გამარჯვებული სვლა სპალეტის გუნდმა 3 სექტემბერს რომში, „ლაციოსთან” შეხვედრაში დაიწყო — 2:1. ამას მოჰყვა მოგება „ლივერპულთან”, „სპეციასთან”, „გლაზგო რეინჯერსთან”, „მილანთან”, „ტორინოსთან”, „აიაქსთან”, „კრემონეზესთან”, ისევ „აიაქსთან”, „ბოლონიასთან”, „რომასთან” და ისევ...









