ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, 25 წლის სტივენ ბერგვინმა „ნაპოლისა” და „აიაქსის” დღევანდელი შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე განმარტა თუ რა მოხდა ერთი კვირის წინ, „იოჰან კრუიფ არენაზე”, როდესაც თამაშის შემდეგ იტალიური გუნდის წარმომადგენელმა მათ მაისურების გაცვლა შესთავაზა და ოთხი მაისურა მიუტანა კიდეც, პასუხად კი უარი მიიღო. ზემოთ ხსენებული უარი იტალიურ პრესაში შეურაცხყოფად მიიღეს და მთელი კვირის განმავლობაში წერდნენ, რომ...
ვაკოს გოლი კორეაში
სამხრეთ კორეის ჩემპიონტის მთავარ ლიგაში (K League 1) ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” სტუმრად “პოჰანგთან” ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში ვაკომ გახსნა, ეს ამ სეზონში მისი მე-8 გოლია.
მბაპეს შეცდომა
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს, კლუბის დატოვება 2023 წლის ზამთარში ან ზაფხულში სურს. მბაპეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე მუხსენებია და მათაც უარი არ უთქვამთ, ოღონდ ერთი პირობით – 23 წლის შემტევი მადრიდის „რეალში“ არ უნდა გადავიდეს. ყველაზე სავარაუდო გუნდი კი „ლივერპული“ ყოფილა. მბაპე აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა პოლიტიკურ წნეხს დაჰყვა და პარიზში...
უმედლო დღე
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაცია ისევ უმედლოდ დარჩა. არადა, ორი მონაწილე გვყავდა – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე. სულამანიძემ გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს იპონით აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში, ვაზარით დაწინაურებული, კანადელ კაილ რეიესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა...
გამოსყიდული
ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა. მადრიდულმა კლუბმა ის „ბარსელონასგან“ გამოისყიდა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი. „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ 31 წლის ფრანგის სანაცვლოდ 20+4 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გადავიდა 126 მილიონ ევროდ 2019 წლის ზაფხულში. მიმდინარე სეზონში კი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მინდორზე მე-60 წუთიდან გადიოდა. საქმე...
კრიშტიანუ ბექემთან?
გაზეთმა „სანმა“, საინტერესო ექსკლუზიური ინფორმცია გამოაქვეყნა: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მანკუნიანელთა სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ყიდვას გეგმავს. ამერიკულ კლუბს თურმე გასულ ზაფხულსაც სურდა პორტუგალიელის გადაბირება, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვა მის ყოფილ თანაგუნდელ უეინ რუნისაც სურს, რომელიც ახლა ამერიკული „დი სი იუნაიტედის“...
ვეტერანების ჩხუბი ნაპოლის გამო
„ნაპოლის” არაჩვეულებრივმა თამაშმა იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლუჩანო სპალეტისა და მისი გუნდის შესახებ ყველა კონტექსტში ლაპარაკობენ. მსჯელობაში ჩართული წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელიც მკვახე გამონათქვამებით გამოირჩევა, დიეგო მარადონას დროინდელ „ნაპოლის” გადაწვდა და თქვა, რომ 1980-იანი წლების მიწურულს, ორგზის ჩემპიონ გუნდში უვარგისი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კასანოს აზრით მაშინ მარადონამ უბრალოდ სასწაული მოახდინა. ამ სიტყვებმა ნეაპოლური კლუბის...
კრისტიან პანუჩის აინტერესებს სპალეტი რას იზამს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ისე თამაშობს, რომ იტალიაში გავრცელდა გამოთქმა: „ნაპოლის” გაჩერება” მხოლოდ „ნაპოლის” შეუძლია. ლუჩანო სპალეტის შეგირდები ყველგან დაფრინავენ, სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა მუდმივად ისმის კითხვა: რამდენ ხანს შეძლებს გუნდი ასეთი ფორმის შენარჩუნებას? ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს კრისტიან პანუჩის, რომელიც „მილანის” შემადგენლობაში სერია A-ს ორგზისა და ჩემპიონთა...
ასპინძელის პარიზული დუბლი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა გიორგი მელიქიძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს გატანა, თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასპინძის სარაგბო სკოლაში აღზრდილმა მოთამაშემ, ვისაც მეგობრები „ასპინძას“ უწოდებენ, ერთბაშად ორჯერ დაალელოვა მეტოქე გუნდი. მისმა „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და სასტიკი მარცხიც აგემა – 52:3. მელიქიძემ პარიზელთა მეორე და მესამე ლელოები შესაბამისად მე-10 და მე-19 წუთებზე გაიტანა და ამით...
ტოტენჰემი Google-ზე ითამაშებს?
ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვნელობა კომპანია Google-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავისი სტადიონის ახალი სახელის თაობაზე. „დეზების“ მფლობელი, დანიელ ლევი, ამბობს, რომ დიდადაა დაინტერესბული ამ სიახლით. მისი თქმით, ის მოხარული იქნება „სწორ ბრენდთან და სწორ ფულთან“ ურთიერთობის დამყარებით. Google-ს უკვე აქვს სპორტულ ორგანიზაციებთან პარტნიორული შეთანხმებები გაფორმებული. მაგალითად, NBA-სა და MLB (ამერიკის ბეისბოლის ლიგა)-სთან. ასევე ფორმულა 1-ის „მაკლარენთან“. ჯერჯერობით...









