საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან მოგებით დაასრულა. გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა რუსთავში მეტოქე 3:0 დაამარცხა. ანგარიში 32-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გახსნა. 83-ე და 89-ზე წუთებზე, შეცვლაზე შესულმა თემურ ოდიკაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 17-წლამდე ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდს, 17-წლამდე ნაკრები...
ფრანგები ყატარში პოგბას გარეშე წავლენ…
საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტმა რაფაელ პიმენტამ Téléfoot-თან საუბრისას განაცხადა, რომ პოგბა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. “პოლს დიდი სურვილი ჰქონდა, მალე გამოჯანმრთელებულიყო და გუნდს და ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ჯერ ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. ასე რომ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, პოგბა...
უკრაინამ, ირანი გაისროლეთო…
უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ფიფას თხოვნით მიმართა, რომ ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ირანი იარაღს აწვდის რუსეთს, რითაც ფიფას წესდების 3 და 4 პუნქტებს არღვევს. ეს პუნქტები ორგანიზაციის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვას და დისკრიმინაციასთან ბრძოლას ავალდებულებს.
ისევ 2 ქულა
ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო....
გაიხსენა…
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო მოგება 29 ივნისს, ქუენტინ ჰალისთან ჰქონდა მოგებული და ეს ხანგრძლივი სერია ისევ ფრანგ ჩოგბურთელთან შეწყვიტა. 30 წლის ბასილაშვილმა პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ჰალი პირველ წრეში 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა: ორივე სეტში ბასილაშვილმა ბრეიკი მეშვიდე გეიმში გაახერხა და ორივე სეტში ერთი გეიმის მოგებაც კი გადამწყვეტი...
VAR რომ არ ჩარეულიყო: ლა ლიგის ორი ცხრილი
„რეალმა” ლა ლიგის მე-12 ტურში „ჟირონას” ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მაინც პირველ ადგილზეა. „ბარსელონამ” მსაჯის წამატებულ წუთებში მოახერხა გიორგი მამარდაშვილის კარში გოლის გატანა და მეორე პოზიციას ინარჩუნებს — ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება. „ბეტისმა” „რეალ სოსიედადს” აჯობა და „ატლეტიკოს” მსგავსად 23 ქულა აქვს — ეს ორი გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს ანუ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ზონაშია. თუ...
კვარაცხელია კრიტიკოსებს აჩუმებს — სტატისტიკა მრავლისმეტყველია
იყო ერთი მიზეზი, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, რომელიც ყველაფერს აბათილებს. ჩატარდა მორიგი ტური, „ნაპოლიმ” მორიგ შეხვედრაში გაიმარჯვა — „მარადონაზე” „სასუოლოს” დაახვია თავბრუ (4:0) — ყველა შეჯიბრებაში ერთად მეცამეტედ მოიგო. „აძურიმ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქეებისთვის შეუჩერებელია. „ნეროვერდისთან” თამაშის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა — შესვენებისას სპალეტის გუნდი უკვე 3:0-ს იგებდა. მატჩის...
ლოჩოს გუნდი ცუდი არ იყო
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე” სერია A-ში ჯერჯერობით კვლავ გამარჯვების გარეშეა. ამჯერად ქართველი მცველის გუნდმა შინ 0:0 ითამაშა „უდინეზესთან”, რომელიც ამ შეხვედრის წინ მე-8 ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემონელებმა ვერ მოიგეს, „უდინეზესთან” ბრძოლით მოპოვებული ფრე ცუდ შედეგად არ ჩაითვლება. უდინელებს წინა ტურამდე ზედიზედ ცხრა ტურში არ ჰქონდათ წაგებული. შემდეგ „ტორინომ” ისინი 2:1 დაამარცხა და ახლა გუნდს...
გატუზო და ჩავი სხვადასხვა თამაშებს უყურებდნენ
„ვალენსიამ” „ბარსელონასთან” 0:1 წააგო. გოლი 90+3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელსაც „მარკას” აზრით მთელი შეხვედრის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, მაგრამ… რაფინიას ბოლო წამის პასს აუხტა და გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. გიორგიმ პირველ ტაიმში მასთან პირისპირ შესულ ანსუ ფატის არ გაატანინა, კარიდან გამოვიდა და ბურთს გზა გადაუღობა. ფატის დარტყმული მას სახეში მოხვდა. სულ დასაწყისში კი იყო ერთი...
გუშინ მილანში ვიტორიო ბოიოკი მოკლეს
მილანში, უბანში, რომელსაც ფიჯინო ჰქვია, ფრატელი ძანძოტერას ქუჩაზე, სახლთან ახლოს ხუთი გასროლით მოკლეს „ინტერის” ულტრასის 69 წლის ლიდერი ვიტორიო ბოიოკი. მკვლელმა მსხვერპლს ხუთივე ტყვია მკერდში დაუმიზნა. ბოიოკი სასწრაფო დახმარების მანქანამ სან კარლოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის მალე გარდაიცვალა. საქმის გამოძიებას შეუდგა პოლიციის მობილური ჯგუფი მარკო ჩალის ხელმძღვანელობით. მკვლელობა „ინტერისა” და „სამპდორიას” მატჩის დაწყებამდე არცთუ დიდი...









