Breaking News

Day: September 25, 2022

გაქცეული შავი ლომი

გასული უქმეები წარმატებისმომტანი გამოდგა „რაგბი ევროპის“ სუპერთასისთვის მებრძოლი ქართული გუნდებისთვის. შაბათს „ბათუმმა“ თავის მშობლიურ სტადიონზე „თელ ავივ ჰითს“ უმასპინძლა, რომელმაც ერთი კვირით ადრე ქუთაისში ქულები სრულიად ტურნირის უპირველეს ფავორიტ „შავ ლომს“ დააკარგვინა (25:25). ჰოდა, ამის გათვალისწინებით შექმნილი ნეგატიური მოლოდინი არ გამართლდა და ზღვისპირელებმა ძალიან სოლიდური ებრაული ფრენჩაიზი ფიზიკურად პირწმინდად დაჩაგრეს და ამ კომპონენტის ხარჯზე მოულოდნელი…

Read more

ცხადაძე და სუმგაითი: მოლაპარაკებები დაწყებულია…

თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, კვლავ აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდეს და „საუმგაითის“ თავკაცი გახდეს. მას შემდეგ რაც სუმგაითელებმა თანამდებობოდან გაანთაისუფლეს ბელარუსი სპეციალისტი ალექსეი ბაგა, ცხადაძესთან დაიწყეს მოლაპარაკება. შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია, ის ბაქოს „სტანდარდსა“ და „ინტერს“ წვრთნიდა. აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში, 7 ტურის შემდეგ „სუმგაითს“ ჯერ მოგება არ აქვს და მე-8 ადგილზეა….

Read more

ჟვანია სათავეში

პრო დ2-ის მე-5 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. თავი ლელოთი ან სხვა შედეგიანი მოქმედებით არცერთს გამოუჩენია, თუმც ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა და შედეგად ახალი ლიდერიც გამოკვეთა. ზურა ჟვანიას „გრენობლმა“ მრავალქართველიან „ორიაკს“ უმასპინძლა და 17:9 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი თამაშში 43-ე წუთზე გასინბინებული თანაამპლუელის ნაცვლად 10 წუთით ჩაერთო, 62-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. გიორგი ქართველიშვილი სტუმართა…

Read more

ჰორიზონტზე საბერძნეთია…

ერთა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, თუმც C დივიზიონში უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაწინაურდნენ და გაისად უკვე B დივიზიონში ითამაშებენ. ახლა გასარკვევია, ამ ოთხეულიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვინ მოიპოვებს. დებულების თანახმად, ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთში ჯერ ნახევარფინალებს, შემდეგ კი, ფინალს ითამაშებენ. გუნდები დაგროვილი ქულების მიხედვით ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით შეხვდებიან: ოთხეულში…

Read more

ვან დაიკი: მის ასაკში ამ დონესთან ახლოსაც არ ვიყავი

31 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, „ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ „აიაქსის” 21 წლის მცველის იურენ ტიმბერის ასაკში მასავით კარგად ვერ თამაშობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ძალიან უნდოდა ტიმბერის „ოლდ ტრეფორდზე” გადაბირება, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბი ვერაფრით დაიყოლია. ამ დღეებში ტიმბერი ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა. ეჭვი არ არის, რომ „ორანიეს” თავკაცი ლუი…

Read more

ნაპოლი ტოპ გუნდი არ არის

31 წლის სენეგალელმა ვარსკვლავმა კალიდუ კულიბალიმ ფრანგულ სატელევიზიო შოუში Quotidien, აზრის დიპლომატიურად დალაგებაზე ფიქრით თავი არ შეიწუხა და იტალიელებს, უფრო ზუსტად კი ნეაპოლელებს აწყენინა. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ჩელსიში” გადასვლამდე კულიბალი 8 წლის განმავლობაში „ნაპოლიში” თამაშობდა. საწყენი ფრაზა მცველმა სწორედ „ნაპოლიდან” „ჩელსიში” გადასვლის შესახებ საუბრისას თქვა. „როდესაც „ჩელსიდან” დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია. ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ ტოპ-კლუბზე,…

Read more

რასპადორი — ახალი იტალიის სახე

დაახლოებით ხუთი წლის წინ, „სან სიროზე”, „სკუადრა აძურამ” შვეიცარიასთან 0:0 ითამაშა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ეს იყო იტალიური ფეხბურთის სევდიანი დღე. და აი, ხუთი წლის შემდეგ მილანის სტადიონმა მასპინძლებს გაუღიმა — მათ ერთა ლიგის შეხვედრაში 1:0 მოუგეს ინგლისს, რითაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს. „კორიერე დელო სპორტი”…

Read more