ჭდე: გიორგი გოგოლაძე

Home გიორგი გოგოლაძე
3 ლელო და პრო 2დ
ჩანაწერი

3 ლელო და პრო 2დ

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო დივიზიონ პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა – მის დასრულებამდე 3 ტურიღა დარჩა და სეზონის ამ მონაკვეთზე ქართველთა აქტიურობამაც მოიმატა. 27-ე ტურში 20-მა ჩვენებურმა იასპარეზა, რაც ბოლო პერიოდის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ 3 ქართული ლელო ერთ ტურში ბოლოს როდის დაიდო, ამის გახსენება უფრო რთულია. „ორიაკმა“ ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა, ვეღარც პლეი-ოფისკენ...

ჟვანია სათავეში
ჩანაწერი

ჟვანია სათავეში

პრო დ2-ის მე-5 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. თავი ლელოთი ან სხვა შედეგიანი მოქმედებით არცერთს გამოუჩენია, თუმც ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა და შედეგად ახალი ლიდერიც გამოკვეთა. ზურა ჟვანიას „გრენობლმა“ მრავალქართველიან „ორიაკს“ უმასპინძლა და 17:9 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი თამაშში 43-ე წუთზე გასინბინებული თანაამპლუელის ნაცვლად 10 წუთით ჩაერთო, 62-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. გიორგი ქართველიშვილი სტუმართა...

ვაჟური ლელო
ჩანაწერი

ვაჟური ლელო

ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს...

მიქაუტაძის ბონუსი
ჩანაწერი

მიქაუტაძის ბონუსი

კოტე მიქაუტაძემ 5-წლიანი პაუზა შეწყვიტა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ლელო გაიტანა. მართალია, 30 წლის მეორეხაზელს ყველა წინა ლელო რანგით უფრო მაღალ ლიგაში – ტოპ 14-ში ჰქონდა დადებული, ამჟამად კი მან თავი პირველად გამოიჩინა „ბაიონში“, რომელმაც „ორიაკს“ ბონუსით, 37:6 აჯობა და ბონუსის მომტანი, მესამე ლელო სწორედ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა. შეხვედრის 49-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბასკებმა მრავალსვლიანი...

მხოლოდ 12 ქართველი…
ჩანაწერი

მხოლოდ 12 ქართველი…

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა. ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ...