ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა განაცხადა, რომ სასწრაფო ოპერაციამ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრს ტოდორ ნედელევს თბილისში ჩაუტარდა, წარმატებით ჩაიარა.
ნახევარმცველს თავის ქალის დაზიანება ჰქონდა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვდა. ოპერაცია ჩაატარა ნეიროქირურგმა, პროფესორმა შოთა ინგოროყვამ. ნედელევი ჯერჯერობით ქართველი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ დარჩება. მასთან იქნება ბულგარეთის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევიც.
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი და ნაკრების შტაბი დიდ მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს, საქართველოში ბულგარეთის საელჩოსა და პირადად მის მეორე მდივანს, საკონსულო სექტორის ხელმძღვანელ რალიცა დიმიტროვას; აგრეთვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრულ შემადგენლობას.
ბულგარეთის ნაკრებისა და დელეგაციის სხვა წევრები ჯანმრთელად არიან.
ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მომავალში განახლდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
