საქართველო – ბულგარეთის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სტუმარებმა ჟურნალისტებთან საუბარი ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაიწყეს. ბულგარელებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს დროული მოქმედებისთვის. პირველ ყოვლისა ექიმებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ცნობილი გახდა, რომ ნედელევს ჰქონდა ამნეზიის ფრანგმენტები, ძლიერი სისხლდენა თავიდან, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ახლა ის გამოყვანილია ხელოვნური კომიდან, არის ადეკვატური, ამოძრავებს კიდურებს. ოპერაცია სასწრაფო და…
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბი „ბოტევი” აცხადებს, რომ თბილისიდან სასიხარულო ცნობა მიიღო: გუნდის კაპიტანი ტოდორ ნედელევი ოპერაციის შემდეგ გონს მოეგო და სტაბილურადაა. ის კონტაქტურია. „ბოტევის” საიტმა ცნობა მიღებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე სათამაშოდ თბილისში ჩამოფრენილ ბულგარეთის ნაკრებს ავარია შეემთხვა. დელეგაციის ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ტოდორ, იგივე ტოში ნედელევს არ გაუმართლა. ის პირველი…
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა განაცხადა, რომ სასწრაფო ოპერაციამ, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრს ტოდორ ნედელევს თბილისში ჩაუტარდა, წარმატებით ჩაიარა. ნახევარმცველს თავის ქალის დაზიანება ჰქონდა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვდა. ოპერაცია ჩაატარა ნეიროქირურგმა, პროფესორმა შოთა ინგოროყვამ. ნედელევი ჯერჯერობით ქართველი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ დარჩება. მასთან იქნება ბულგარეთის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევიც. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი და ნაკრების შტაბი დიდ მადლობას…
ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე ემზადება და მომავალი კლუბის მოლოდინშია. აი, თავად რა გვითხრა: – ახალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ. ველი წინადადებებს დაინტერესებული კლუბებისგან და უკან, ამერიკაში დაბრუნება თუ არ გამოვიდა, კარიერას ევროპაში დავრჩები. ევროპაში თამაშის…
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სამ ტურში მოპოვებულმა სამმა გამარჯვებამ გულშემატკივარს შეჯიბრების ფორმატისადმი გაუღვივა ინტერესი. ცნობილია, რომ ერთა ლიგიდან გუნდები შეიძლება მოხვდნენ „ევრო 2024″-ის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ კერძოდ როგორ მოხდება ეს? რომელი ნაკრებები მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებს? დავიწყოთ იმით, რომ „ევრო 2024″ გერმანიაში ჩატარდება ანუ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ავტომატურად ფინალურ…
ბულგარეთის ნაკრები თბილისში სერიოზულ ავარიაში მოყვა. პლოვდივის „ბოტევის” ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი პირველი ინფორმაციით სერიოზულად არის დაშავებული და საავადმყოფოშია. ელოდებიან ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ქართულ მას-მედიაში ითქვა, რომ ნედვედევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნედელევი უკანა სკამზე იჯდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად დაშავდა. ის ავტობუსის ჩამტვრეულმა შუშამ დააზიანა. ბულგარული პრესის ცნობით ნამსხვრევი მას მკერდში მოხვდა….
ხვალ, კვირას, 12 ივნისს, ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს მასპინძლობს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო 3:0, ხოლო ბულგარელებმა გიბრალტარში 1:1 ითამაშეს, რის შემდეგაც ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის (საფეხბურთო კავშირის) პრეზიდენტობის კანდიდატმა დიმიტარ ბერბატოვმა ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოებას მიმართა. შეგახსენებთ, რომ 41 წლის ბერბატოვი თავის დროზე წარმატებული თავდამსხმელი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes