
აგერ ჯანო ანანიძეც გავაცილეთ ნაკრებიდან. წესის და რიგისამებრ. მოედანზე გასვლით, სიმბოლური საჩუქრებით და ცხადია, გულშემატკივრის ტაშით.
და რა უცნაურია, რომ სიმბოლური საჩუქარი და გასაცილებელი ტაში არ რგებია ჯაბა კანკავას. ფეხბურთელს, რომელსაც 17 წელი ემოსა მთავარი გუნდის მაისურა. 100-ჯერ გავიდა ამ მაისურით მოედანზე და მათგან 62 მატჩში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა.
ჯაბა კანკავა ამ სიმბოლური გაცილების გარეშეც ჯაბა კანკავა იქნება, უბრალოდ, როცა გუშინ „დინამო არენაზე“ ჯანოს გაცილებას ვუყურეთ, გიო ახვლედიანის ყველაზე ცნობილი კითხვის არ იყოს, ერთმანეთს ვკითხეთ: და ჯაბა?
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
