უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი რუსული კლუბებისა და ნაკრები გუნდების საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთაზე. „სამწუხაროა. ყველაზე მეტად ასეთ დისკვალიფიკაციებს ვერ ვიტან, მაგრა სხვა გზა არ იყო. სპორტსმენები დაზარალდნენ, გულშემატკივრები განაწყენდნენ… უკრაინელი და განსაკუთრებით რუსი სპორტსმენები კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ. რამდენიმე ადამიანის აბუსრდული გადაწყვეტილების გამო იჩაგრებიან“. კითხვაზე, მომავალში რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უეფამ, ჩეფერინმა უპასუხა:…
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის „როლან გაროსი“ მეორე წრეში დასრულდა. ჩვენებური საფრანგეთის ღია პირველობას თითქმის უბრძოლველად დაემშვიდობა. ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდი იყო, ვისთანაც სამ სეტში – 3:6; 1:6; 4:6 დამარცხდა. ქართველმა ძალიან ცუდად დაიწყო. პირველ სეტში ბასილაშვილი პირველივე ჩაწოდებაზე დაბრეიკდა. მართალია, მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეშვიდე გეიმში მეტოქეს ქულა ისევ დაუთმო და სეტიც წააგო. კიდევ უფრო…
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა გაბედოს და კრიშტიანუ რონალდუ გუნდიდან გაუშვას. თან საინტერესო შედარება გააკეთა. „იურგენ კლოპი „ლივერპულში“ მისვლისთანავე საქმეს შეუდგა და არასაჭირო ფეხბურთელები გაუშვა. ისინი, რომლებიც ბრენდან როჯერსმა მიიყვანა გუნდში, მაგალითად, კრისტიან ბენტეკე. ამ ფეხბურთელში 35-40 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ კლოპმა, როგორც ჩანს, პირდაპირ…
ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება. მაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ…
ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes