ანატოლი ტიმოშჩუკი – ახლო წარსულში უკრაინის ნაკრების კარგი საყრდენი ნახევარმცველი. უკრაინელი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა, მიუნხენის „ბაიერნშიც“ იყო, ახლა კი „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს: სერგეი სემაკის ასისტენტად. და რას უცდის? რატომ არ მიდის „გაზპრომის“ კლუბიდან? ფაქტია, არ მიდის და უკრაინაში ამის გამო ბევრს ლანძღავენ. აი, რა თქვა „ატალანტას“ ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ. „ვფიქრობ, რუსული კლუბებიდან...
Month: March 2022
სამეფო თასის ფინალში მამარდას მეტოქე ცნობილია
„რეალ ბეტისმა” დრამატულ შეხვედრაში, ბოლოწამს გაუთანაბრა „რაიო ვალეკანოს” და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” შეხვდება. მანუელ პელეგრინის გუნდს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ უპირატესობა კინაღამ ქარს გაატანა. „ბეტისმა” მე-80 წუთზე გაუშვა გოლი. ის ბებემ შორეული ლამაზი დარტყმით შეაგდო. „რაიოს” ფეხბურთელმა 35 მეტრიდან უწია მიზანს. ყველა ელოდა, რომ თამაში დამატებით დროში...
ვინ იყიდის ჩელსის?
„ამ საკითხს განვიხილავ“, – დაწერა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და თანხაც ახსენა: 3 მილიარდი გირვანქა. როგორც იცით, რუსი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ჰყიდის. აბრამოვიჩი 2003 წლიდან იყო არისტოკრატების მფლობელი. კიდევ, დღესვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის შეძენაზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯიმ რეტკლიფი ფიქრობს. ბრიტანული პრესა წერს, რომ მას ადრეც...
ფიფა რუსეთიდან ფეხბურთელებს უშვებს
ფიფა ყველა იმ ლეგიონერს, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, 10 დღეში წასვლის უფლებას მისცემს. ცხადია, კონტრაქტების გაწყვეტა ყოველგვარი საჯარიმო სანქციების გარეშე მოხდება. ფიფას ამ ნაბიჯისკენ რამდენიმე დღის წინ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერათაშორისო ფედერაციამ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფიფა რუსეთიდან წასული ფეხბურთელებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სასურველ კლუბში მოწყობის...
პოლონეთი მწვანეზე
ფიფამ გადაწყვიტა: პოლონეთი პირდაპირ გავიდა ფლეი ოფიდა, რუსეთთან თამაშის გარეშე და მსოფლიო ჩემპიონატზე გაასვლელად ფინალში შეხვდება შვედეთი-ჩეხეთს შორის მოგებულს. ფინალი პოლონეთში 29 მარტს გაიმართება. ფიფა სხვა ფორმატზეც ფიქრობდა: რუსეთის ნაცვლად სლოვაკეთი ჩაესვა, ან პოლონეთ-შვედეთ-ჩეხეთს შორის, სამივეს ერთმანეთთან ეთამაშა და ასე გამოვლენილიყო. თუმცა პირველ ვარიანტზე შეჯერდა.
ტენ ჰაგმა ინგლისურის სწავლა დაიწყო
„აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი, ზაფხულიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია. მანკუნიანელები ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ თავკაც მაურისიო პოჩეტინოსაც უტრიალებენ, მაგრამ ტენ ჰაგი მთავარი სამიზნეა. მით უმეტეს, რომ მას ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე უთქვამს სეზონის ბოლოს თავისი შესაძლო წასვლის შესახებ. ტენ ჰაგმა ინგლისურის მასწავლებელი დაიქირავა. სურს კლუბში მისვლისას „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ყველაფერი ნათლად გააგებინოს. შარშან მას...
იარმოლენკო რუს ფეხბურთელებს: რატომ ზიხართ ჩასვრილები?
„ვესტ ჰემის“ უკრაინელმა შემტევმა ანდრეი იარმოლენკომ რუს ფეხბურთელებს შეუტია – რატომ ზიხართ ასე ჩუმად და ომის შესახებ ხმას რატომ არ იღებთო… „სანკტ-პეტერბურგში დავიბადე, მაგრამ უკრაინაში გავიზარდე და თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვთვლი. რუს ფეხბურთელებს ვეკითხები: „ბიჭებო, რატომ ზიხართ ასე ჩასვრილები?“. ხალხს კლავენ უკრაინაში, მშობლებს, ცოლებს, შვილებს, თქვენ კი კომენტარს არ აკეთებთ. …ბევრს გიცნობთ და ბევრი...
მესისა და რონალდუზე ნაკლები არ ვიყავი, მაგრამ…
… ეს მარიო ბალოტელის უთქვამს. ამბავი „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა ნადემ ონუოჰამ მოჰყვა და იტალიელმა ფორვარდმაც დაადასტურა. ონუოჰა: „ჩვენ სულ ნახევარი წელიწადი ვითამაშეთ ერთად, მაგრამ საკმარისი იყო იმის გასაგებად, თუ როგორი ტიპი იყო ბალოტელი. ბაზაზე ვიყავით და მესი-რონალდუს შედარება მიმდინარეობდა, ვკამათობდით. მარიო შემოვიდა და თქვა, რომ არცერთზე ნაკლებად არ თამაშობს. ოთახში ყველანი გავჩუმდით და შევხედეთ,...
მამარდაშვილი სამეფო თასის ფინალშია!
„ვალენსია” სამეფო თასის ფინალშია. „ღამურებმა” შეჯიბრებიდან გამოთიშეს „ბილბაო”, გუნდი, რომელმაც „რეალი” და „ბარსელონა” დაიფრინა. პირველი შეხვედრა ბილბაოში 1:1 დასრულდა, „მესტალიაზე” კი ხოსე ბორდალასის ფეხბურთელებმა გონსალო გედეშის ულამაზესი გოლით 1:0 იძალეს. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ჩეების” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მან უშეცდომოდ ითამაშა. მეტიც, რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად იხსნა კარი, რასაც ქვემოთ,...
ლევანდოვსკი „არსენალში“ ან „სიტიში“?
პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს. საქმე ის არის, რომ რობერტი და კლუბი კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, არადა პოლონელს ბავარიელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს უმთავრდება. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ლევანდოვსკის ძალიან სურს ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯოს ძალები. „არსენალი“ კი არ ფარავს მისადმი ინტერესს. თუ...









