1 აპრილს დოჰაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. დღეისათვის 32-დან 29 მონაწილის ვინაობაა ცნობილი, სამიც მოგვიანებით გაირკვევა. ესენია შოტლანდია – უკრაინის ევროპული ფლეი-ოფი, რომლის გამარჯვებულიც უელსს შეხვდება და ორი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფი: კოსტა რიკა – ახალი ზელანდია და პერუ – ავსტრალია ან საემიროები. სულ ოთხი კალათა იქნება, რომელთა შიგთავსი 31 მარტს გამოქვეყნებულ ფიფას...
Month: March 2022
ფიფამ მსოფლიო დაადუმა
სამი დღეა, მთავარი ამბები ფიფას კონგრესზე ხდება. იქ ელოდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანო რუსეთს გარიცხავდა, ანუ დროებით შეუჩერებდა წევრობას, თუმცა აი, რა მოხდა: რუსული ენა ოფიციალურ ენად აქციეს ფიფაში. ეს იქნება დოკუმენტების გადაგზავნისას და ა.შ. ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული აქამდეც იყო, ახლა კი დამეტათა პორტუგალიური, არაბული და რუსული. რუსეთის ფიფადან გარიცხვის საკითხი არც განუხილავთ....
მბაპემ წილისყრა იუარა
1 აპრილს, ყატარში, დოჰას საგამოფენო ცენტრში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. მასპინძელი მხარე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას მოელპარაკა, რათა ფრანგთა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, წილისყრის ცერემონიაზე მიეღო მონაწილეობა. ფრანგული ფეხბურთის მამები დათანხმდნენ. თუმცა თავად მბაპემ ცივი უარი განაცხადა. აქაო და, ეროვნული გუნდის კაპიტანი არ ვარო… შეგახსენებთ, რომ დღეისათვის 32-დან 29 ფინალისტის ვინაობაა ცნობილი. ესენი...
იერებკოს ცეესკას გამო ნაკრები დაუხურეს
შვედეთის კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ლიდერი იენს იერებკო ნაკრებიდან მოკვეთა მიზეზი კალათბურთელის რუსულ ცეესკასთან კონტრაქტის გაფორმებაა. „როგორც ეროვნული გუნდის მოთამაშე, თქვენ წარმოადგენთ შვედურ კალათბურთს და ხართ ამ ორგანიზაციის წევრი. სანამ ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებდით, იერებკოსთან გვქონდა პირდაპირი დიალოგი. შვედეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ფრედერიკ იუმალო იერებკოს რუსულ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა და პირდაპირ უთხრა, რომ ასეთი...
აგუეროს მოედანზე დაბრუნება მოუნდა
სერხიო აგუეროს ჯერ კიდევ ჰქონია იმედი, რომ კარიერას განაგრძობს — არგენტინელმა თქვა, რომ ერთი კლუბი დაუკავშირდა კიდეც. 33 წლის აგუერო იძულებული გახდა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა. მიზეზი: ოქტომბერში, „ბარსელონასა” და „ალავესის” შეხვედრაში გულის შეტევა მოუვიდა. დეკემბერში თავდამსხმელმა ექიმების რჩევით ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. „მანჩესტერ სიტის” ლეგენდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონაში” გადავიდა, „ალავესთან” თამაშის...
გოგას ორმაგი
გოგა ბითაძეს ბოლო ორმაგი დუბლი 23 იანვარს ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ამ დილით ეს ხანგრძლივი პაუზა შეწყვიტა. „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში, ბითაძემ პარკეტზე 33.23 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასივში სამი დაკარგვა...
სიტყვები შეარჩიე, მეგობარო!
„ყატარი 2022″-ის აღმასრულებელი შეფი ნასერ ალ ხატერი ინგლისის ნაკრების თავკაცს გარეთ საუთგეიტს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდებს. საუთგეიტმა ამასწინათ ყატარზე ცუდად ილაპარაკა — ასეთი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატს არ უნდა მასპინძლობდესო. რატომ არ უნდა მასპინძლობდეს ყატარი მუნდიალს? საუთგეიტის აზრით იმიტომ, რომ იქ ემიგრანტ მუშებს ცუდად ეპყრობიან, ირღვევა ადამიანის უფლებები, მამათმავლებს ციხეში სვამენ, აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება და ქალთა უფლებებიც...
ჩელსის ფანები ბანერებს ამზადებენ
„ჩელსის” ფანებმა ტომ რიკეტსის წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვიტეს. გულშემატკივართა ჯგუფმა სახელწოდებით We Are The Shed ოთხშაბათ საღამოს თავის წევრებსა და ზოგადად „ლურჯების” ქომაგებს მოუწოდეს შინ დაამზადონ პლაკატები და შაბათს „ბრენტფორდთან” შეხვედრის დროს ტრიბუნებზე გაშალონ. რამდენადაც ცნობილია, ამერიკელი რიკეტსი და მისი ოჯახი „ჩელსის” შეძენის მსურველთა შორის ლიდერობენ. დიდი შანსია, რომან აბრამოვიჩისგან ლონდონის კლუბი სწორედ მათ იყიდონ. ტომ...
იაკობიშვილის ევროპა ბუდაპეშტში დასრულდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციამ ექვსი მედალი მოიპოვა: თითო ოქრო-ვერცხლი და ოთხიც ბრინჯაო. ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) გახდა. ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სომეხ არმან ანდრეასიანთან 2:1 იმარჯვა. ფინალამდე იაკობაშვილმა შვეიცარიელი მარკ დიეტშე (5:1), ბულგარელი რამაზან რამაზანოვი (12:2) და აზერბაიჯანელი ზირადინ ბაირამოვი (4:3) დაამარცხა. ოქროს ველოდით გენო პეტრიაშვილისგანაც (125), რომელიც თავიდან ისვენებდა. მეოთხედფინალში...
… მისი მორალული სახე რაიმე იმედს არ იძლევა
საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტან ზვიად კუპატაძეს ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილის დასმული კითხვები არ მოეწონა. ამის გამო კუპატაძემ ჟურნალისტს საზიზღარი ვირთხა უძახა. კუპატაძემ თავის მეგობრებს მოუწოდა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტის გვერდზე შევარდნენ და საზიზღრობები დაუწერონ. ყველას ვინც ჟურნალისტს უკანასკნელი სიტყვებით აგინებს, კუპატაძე გულებს უგზავნის. ყველაფერთან ერთად კუპატაძე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ თამაშებს გვამადლის. კუპატაძე კიდევ ბევრ რამეს ამბობს, რასაც...









