Month: March 2022

Home 2022 March
ცრემლები და გაზი
Post

ცრემლები და გაზი

ნიგერია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. განასთან სტუმრად 0:0-ის მერე შინ, აბუჯაში 1:1 ითამაშა… თამაში რომ დასრულდა, ასობით ნიგერიელი ფანი მოედანზე გადახტა, ბევრნიც სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბევრი ფანი დააკავეს. ასეა, ჯერ წაგებისგან დაღვრილი ცრემლები და მერე კიდევ ცრემლსადენი… განა 2010 წლის მერე პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ნიგერია კი წინა მსოფლიოზე...

ჰა, ბურთი…
Post

ჰა, ბურთი…

ფიფამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის პრეზენტაცია მოაწყო… ბურთს ჰქვია Al Rihla, რაც ქართულად ნიშნავს მოგზაურობას. Adidas – ის ბურთის დიზაინი აგებულია ყატარის უნიკალური არქიტექტურის მიხედვით და სახელმწიფო დროშით. 32 ნაკრებიდან 27 გასულია მსოფლიოზე. დარჩა 5 ადგილი. 2 დღეს გაირკვევა ჩრდილოეთ ამრიკიდან. მექსიკა, აშშ, კოსტა-რიკიდან ორნი გავლენ, ერთი კი ივნისში ფლეი-ოფში ითამაშებს. თუმცა ამ სქემაზე...

თვალში ლაზერი, თავში საგნები
Post

თვალში ლაზერი, თავში საგნები

მო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა. მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო...

კედელი ვერ გაინგრა
Post

კედელი ვერ გაინგრა

ალბანეთის ნაკრებმა საქართველოსთან შეხვედრა უგოლო ფრედ დაამთავრა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ედი რეიას გუნდისგან მეტ ელოდნენ, — წერს ალბანური საიტი panorama.com.al. ვებ-გვერდი განაგრძობს: „წითელ-შავებისგან” შემტევი ფეხბურთი იყო მოსალოდნელი და დასაწყისში გუნდი მართლაც აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ მეტოქის დაცვაში ნაპრალები ვერ იპოვა. მოწინააღმდეგემ ბროია და მანაი სახიფათო ზონებს გაარიდა. ამიტომ, პირველ ტაიმში ნამდვილი სახიფათო მომენტი მხოლოდ ბოლო...

სოკოლ ჩიკალეში: უნდა გამეტანა!
Post

სოკოლ ჩიკალეში: უნდა გამეტანა!

სოკოლ ჩიკალეში 32 წლის თავდამსხმელია, რომელსაც გუშინ, ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში გოლის გატანის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. მატჩის შემდეგ თურქული „ქონიასფორის” ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს იყო მატჩი, რომელიც, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად დაკომპლექტებული, ტექნიკურად ჩინებული გუნდი იყო. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მათზე ზეწოლა ვერ მოგვეწყო. ვრიონის...

არ ვაგებთ!
Post

არ ვაგებთ!

საქართველოს ნაკრებმა ისევ არ წააგო – ამჯერად, ალბანეთთან. ტირანაში მატჩი უგოლოდ დასრულდა და საქართველომ ზედიზედ მეოთხე გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა. შეწყდა მოგებათა სერია, რომელიც აქამდე ოთხი იყო, მაგრამ დარჩა ერთმანეთის მიყოლებით ხუთი წაუგებელი მატჩი. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისევ ვერ გაგვაკვირვა და ისევ ჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. მოედანზე მეტოქე უკეთესი ჩანდა. იყო მომენტები, როდესაც ალბანეთი...

1 აპრილია, წილისყრა ადვილია
Post

1 აპრილია, წილისყრა ადვილია

1 აპრილს დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფების წილისყრა გაიმართება. ოღონდ, 32 ნაკრები ხომ უნდა იყოს გასული? იმ დროისთვის 29 იქნება გასული და 3 ადგილი ვაკანტური დარჩება. ის სამივე ოთხი კალათიდან ბოლოში, მეოთხეში იქნება… რომელი სამი, ეს ახლა ვთქვათ: ივნისში შოტლანდია-უკრაინას შორის მოგებული შეხვდება უელსს. ამ სამიდან ერთ-ერთი გავა მონდიალზე. პლუს, ორი ფლეი-ოფი იქნება მუნდიალზე გასასვლელად. ეს...

დარიო მართალი
Post

დარიო მართალი

დონეცკის „შახტარის“ დირექტორმა და გუნდის ყოფილმა კაპიტანმა დარიო სრნამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გააკრიტიკა – ამ რუსული აგრესიის დროს მხოლოდ უკრაინული დროშის ფრიალი არ კმარა, საქმით გვერდში უნდა დაუდგეთო. კონკრეტულად: „მათ რეგისტრაციის ნება არ დართეს უკრაინის ჩემპიონატიდან წასულ ფეხბურთელებს. ეს ცუდი ჟესტია. არა მხოლოდ ინგლისს, იტალიასაც ეხება. ყვითელ-ლურჯი დროშის ფრიალი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელებს...

მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ
Post

მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ

ბოლო წლებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ბარე ორის გამოჩენას არ მოჰყოლია ისეთი ხმაური და მოლოდინი, როგორიც ჯუდ ბილინგემის გამოჩენას მოჰყვა. ის 18 წლისაა, მაგრამ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ. „დორტმუნდში“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა; გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი ანდო. ბილინგემი ბირმინგემთან ახლოს, სტაურბრიჯში დაიბადა. გასულ კვირას მას Goal’s 2022 NXGN ჯილდო გადასცეს — მსოფლიოს 50 თინეიჯერი ფეხბურთელის სიას...

ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა
Post

ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა

ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა. მიზეზი: ჩრდილო მაკედონიასთან 0:1 წაგებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა პალერმოს „რენცო ბარბერას” სტადიონის გასახდელი საშინელ დღეში დატოვა, მავანმა კი ვიდეო გადაიღო და დაპოსტა. თურქეთთან ამხანაგური მატჩის წინ ბონუჩიმ პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა: „რაც გავაკეთეთ, დიდი შეცდომა იყო. ამას მომავალში მეტ ყურადღებას მივაქცევთ. წაგების გამო იმდენად გაწბილებულები ვიყავით, რომ...