თითქმის გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა: „ბარსელონა“ ზაფხულში ფრანკ კესიეს შეიძენს. უფრო სწორად, მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანს. კესიე კოტდივუარელია, „მილანში“ თამაშობს, ნახევარმცველი გახლავთ. „ბარსას“ კი ამ პოზიციაზე კიდევ სჭირდება გაძლიერება და ეტყობა, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად სურთ. ბუსკეტსი უკვე ასაკშია და რეგულარულად ძლიერად თამაში უჭირს. ითქვა, რომ ჩავი პირადად ესაუბრა კესიეს და შეუთანხმდა კიდეც.
Month: March 2022
საშინელებათა ფილმია?
უკრაინელი ანდრეი ვორონინი გემახსოვრებათ. ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ „ლივერპულში“ და სხვა ძლიერ გუნდებშიც თამაშობდა. სწრაფი უკრაინელი, სულ გოლზე დაგეშილი. ბოლო პერიოდში ვორონინი მოსკოვის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა – ასისტენტად. ამ გაგანია ომის დროს კი კონტრაქტი გაწყვიტა. „უამრავი მეგობარი მყავს კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებშიც, სადაც რუსული აგრესიაა. ასევე ჩემს მშობლიურ ოდესაშიც. ყოველ 5 წუთში ცუდი...
რუსებს „ადიდასი“ დაშორდა
ცნობილი სპორტული ბრენდი, „ადიდასი“, ამიერიდან რუსეთის საფეხბურთო კავშირთან აღარ ითანამშრომლებს. გადაწყვეტილება ძალაში მყისიერად შევა – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. მიზეზი, ცხადია, რუსული ჯარის სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებაა. ორშაბათს, 28 თებერვალს, ფიფამ და უეფამ რუსეთის ყველა ასაკის ნაკრები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა.
რუსეთი მსოფლიო რაგბიდანაც მოიკვეთა
როგორც მოსალოდნელი იყო, „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ყველა ნაკრები თუ კლუბი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიხსნა. უფრო მეტიც, რაგბის მამები ამით არ დაკმაყოფილდნენ და რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბის“ რიგებიდან გარიცხა. აქვე გთავაზობთ „მსოფლიო რაგბის“ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას: „მსოფლიო რაგბი“ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. გლობალური...
სფფ ვითიბი ბანკს დაშორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაწყვიტა „ვითიბი ბანკთან“ (VTB). ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან და ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან. „ვითიბი ბანკი“ წლების განმავლობაში იყო ფედერაციის პარტნიორი, 2020 წლის 1 სექტებრიდან გენერალური სპონსორი გახლდათ. სფფ-ის ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება და უახლოეს პერიოდში შევიტყობთ. დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: „პირველივე დღიდან ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია – როგორც...




