პირველად, ათი წლის შემდეგ ტური „გაგრა“ – „საბურთალოს“ შეხვედრით გაიხსნა. თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს „გაგრა“ სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ჩაატარებს. ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გაგა კირკიტაძის ბიჭებმა იყოჩაღეს. ერთადერთი გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა პირველი ტაიმის მოწურულს. ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ელიტაში ათწლიანი არყოფნის შემდეგ. ტორპედო „დინამოსთან“ პირველ ტურში შერცხვენის...
Month: March 2022
ჩელსის ფანებმა კი აბრამოვიჩის ძახილი დაიწყეს
„ბარნლისა” და „ჩელსის” თამაშის წინ, როდესაც „ტარფ მურზე” შეკრებილი ორივე გუნდის გულშემატკივარი უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ტაშს უკრავდა, დასავლეთ ლონდონელთა ფანებმა რომან აბრამოვიჩის გვარ-სახელის სკანდირება დაიწყეს. გაგიკვირდებათ და ამან მათივე გუნდის მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი გააღიზიანა. „საამისოდ შესაფერისი მომენტი არ იყო, — თქვა ტუხელმა, — როდესაც ვინმეს სოლიდარობას ვუცხადებთ, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. თუკი მუხლს...
ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი
ბერნარდო სილვამ თავის ფრანგულ ბულდოგს ჯონი დაარქვა. ჯონს ასეთი პატივი წილად „მანჩესტერ სიტიში” სილვას თანაგუნდელის და უახლოესი მეგობრის ჯონ სტოუნზის პატივსაცემად ხვდა. სილვა „სიტიში” 2017 წელს „მონაკოდან” გადავიდა და მისი „ეტიჰედზე” მისვლის დღიდან ის და სტოუნზი დამეგობრდნენ. პორტუგალიელისა და ინგლისელის მეგობრობა მოედანს გასცდა. დღეს საღამოს პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბია, „სიტი” „იუნაიტედს” ხვდება. „თაიმსმა” მატჩის წინ ბერნარდო...
შერიფი კი არა, მეომარი
მოლდოვის „შერიფის“ უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი კვლავაც ჩართულია საომარ მოქმედებაში. უკრაინის არმიაშია, ზაპოროჟიესთან ახლოს. აი, რა მოჰყვა ვერნიდუბმა: „პუტინი საქონელი, ვამპირი და სიმახინჯეა ერთად აღებული. ღამე იყო, ბნელოდა, როცა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთი თავს დაგვესხაო. მაშინვე გადავწყვიტე ომში წასვლა. კვირას არმიაში ჩავეწერე, ზაპოროჟიეში ჩასვლას მთლიანობაში 11 საათი მოვუნდი, რუმინეთის გავლით. … ახლობლებმა სცადეს...
ზეედორფმა ისლამი მიიღო
ნიდერლანდელმა კლარენს ზეედორფმა ისლამი მიიღო. 45 წლის ასაკში შეიცვალა სარწმუნოება… სახელ-გვარი იგივე დაიტოვა: კლარენს ზეედორფი. „დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ჩემს მუსულმანურ ოჯახში შესვლას მოჰყვა. მოხარული ვარ, მით უმეტეს ვემადლიერები ჩემს მეუღლე სოფიას, რომელმაც მასწავლა ისლამის ღრმა შინაარსი. ყველას სიყვარულს გიძღვნით!“ – დაწერა ზეედორფმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ზეედორფი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამ...
იუბილე – ბუქარესტში
12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა. 20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც...
ზინჩენკო: ვამაყობ რომ უკრაინელი ვარ!
ოლექსანდრ ზინჩენკო ამბობს, რომ ფრონტის წინა ხაზზე მხოლოდ ოჯახის გამო არ არის. „მანჩესტერ სიტის” მცველმა რუსული აგრესიის შესახებ იმ ავბედით ღამეს მეუღლისგან გაიგო, რომელმაც გააღვიძა და შემზარავი ამბავი შეატყობინა. მეორე დღეს ზინჩენკომ მაინც გამონახა ძალა მისულიყო „მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე, ხოლო სამშაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „პიტერბოროს” წინააღმდეგ უკაპიტნა კიდეც გუნდს. მეგობრები შინიდან უამრავ ვიდეოს უგზავნიან მას....
პრემიერლიგა ითამაშებს, ჩინეთი კი ათამაშებს
ჩინური ტელევიზიის შეფებმა, მათ, ვისაც პრემიერლიგის მატჩების ტრანსლაცია აბარიათ, გამოაცხადეს, რომ ამ უქმეებზე ინგლისურ საფეხბურთო მოვლენებს თავიანთი ქვეყნის მოსახლეობას არ აჩვენებენ. მიზეზი: ინგლისური გუნდები უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვას აპირებენ, ეს კი მიმდინარე ომის საკითხში რუსეთის თანამოაზრე ჩინეთს არ ეპიტნავება. პრემიერლიგამ უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსულ აგრესიას გმობს და ამ უქმეებზე უკრაინელ ხალხს თანადგომას გამოუცხადებს. „ჩვენ რუსეთს...
სალაჰი ადრე, სალაჰი – ახლა
„6-7 წლის წინ ეგვიპტეში რომ გეკითხათ, ჰყავდათ თუ არა ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო მომავალში მსოფლიოს საუკეთესოებთან კონკურენცია, მოკლედ გიპასუხებდნენ: არა! დღეს სხვა ვითარებაა“, – თქვა მოჰამედ სალაჰმა და მოჰყვა გზაზე, რომელიც გაირა. „ეს ურთულესი პროცესი იყო. ეგვიპტელი ფეხბურთელები ევროპაში ჩადიოდნენ და ისევ უკან მოდიოდნენ, რადგან იქაურობას ვერ ეგუებოდნენ. მე „ბაზელში“ ვიყავი. შვეიცარიაში თავიდან ძალიან...
ჩეფერინი სუპერლიგამ დაღალა
როგორც ირკვევა, ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ „ინტერმა“ დატოვა. მილანური კლუბი ერთადერთია, რომლის ხელშეკრულებაშიც იყო პირობა ტურნირის დატოვების შესახებ. სხვა 12 დამფუძნებელი კლუბიდან ასეთი შესაძლებლობა არავის ჰქონდა. შედეგად, სხვა 11 კლუბი ჯერ ისევ სუპერლიგის წევრები არიან. არადა, ტურნირიდან გასვლის შესახებ ყველამ საჯაროდ გამოაცხადა. ეს ყველაფერი ისევ აღიზიანებს უეფას პრეზიდენტ ალეკსანდრ ჩეფერინს. „სუპერლიგის ხსენებით უკვე დავიღალე. როდესაც...









