ანზორ კავაზაშვილმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, რომ თურმე რუსულ ფეხბურთს არაფერი მოაკლდება ლეგიონერების წასვლით. წარსულში საბჭოეთის ნაკრების მეკარემ აღნიშნა, რომ უცხოელები რუსებს ადგილს ართმევენ, ზღუდავენ და აგენტების თამაში მიმდინარეობს. ანზორ კავაზაშვილი: „რუსეთში უსუსტესი ლეგიონერები არიან… მათი წასვლით ვის რა დააკლდება? ყველანაირ ნაგავს აქ გვიყრიან! შეხედეთ კრალსა და ვლაშიჩს „ვესტ ჰემში“. აქ ხომ იყვნენ და რეკლამა...
Month: March 2022
ჩელსის მყიდველი გამოჩნდა
დაირხა ხმა, რომ „ჩელსი” ახალ მეპატრონეს მალე იშოვის — დასავლეთ ლონდონელთა შეძენა NFL-ს ერთ-ერთი კლუბის მეპატრონეს სდომებია. ამერიკულ ბურთაობაში ჭიპმოჭრილი ბიზნესმენის მიერ ინგლისური ფეხბურთის კლუბის შეძენა იშვიათობა არ არის. გაიხსენეთ, გლეიზერების ოჯახი და „მანჩესტერ იუნაიტედი”. „იუნაიტედისა” რა მოგახსენოთ და 2020 წელს სუპერბოული სწორედ გლეიზერების „ტამპა ბეი ბუკანირსმა” მოიგო. „ლოს ანჯელეს რემსმა”, რომელიც „არსენალის” მეპატრონე სტენ...
ვარჯიშზეც არ იქნება?
„სანის” ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედში” კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კიდევ, იმედგაცრუებულ მარკუს რეშფორდს კარიერაში პირველად ეძლევა საშუალება „ოლდ ტრეფორდი” დატოვოს. ადრეც მოგახსენეთ, რომ როდესაც მანჩესტერულ დერბიმდე ორი დღით ადრე რალფ რანგნიკმა რონალდუს უთხრა სასტარტო შემადგენლობაში არ მჭირდებიო, პორტუგალიელი გაბრაზდა. შაბათს, თამაშის წინა დღეს, სასადილოში ფეხბურთელებმა აღმოაჩინეს, რომ ის მათთან ერთად არ იყო. რონალდუ...
შენგელიას გზა ბოლონიაში ჩავიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიურ „ვირტუსში“ ითამაშებს. 30 წლის კალათბურთელი ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელს 2022 წლის სეზონის ბოლომდე მოაწერს. თუმცა, კონტრაქტს გაგრძელება უწერია თუ „ვირტუსი“ ევროლიგაში მოხვდება. მოსკოვის ცსკა-დან წამოსვლის შემდეგ ქართველი კალათბურთელისადმი ინტერესს „ბასკონია“, „ვალენსია“ და „ბარსელონა“ იჩენდნენ. შენგელია მეორე კალათბურთელია, რომელიც ბოლონიელებს ცსკა-დან შეუერთდა – მანამდე იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გამთამაშებელმა დანიელ...
ვლაჰოვიჩი – იუვეს საუკეთესო
„იუვენტუსის“ 22 წლის სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი კლუბის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – გვამცნობს „ბებერი ქალბატონის“ პრესსამსახური. გასულ თვეში ვლაჰოვიჩმა 6 შეხვედრაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 28 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 53 ქულით სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ წლეულს, იანვრის ბოლოს გადავიდა „ფიორენტინადან“ 80 მილიონ ევროდ, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის რეკორდი გახლავთ. ჯამში,...
პეპი: ასეთი მეტოქე კარიერაში არ მყოლია
დაახლოებით ერთი თვის წინ იურგენ კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ პეპის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკანალში ტკივილივითაა, არ გვასვენებსო… პეპ გვარდიოლამ კი დღეს განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე „ლივერპულია“. მოკლედ, კომპლიმენტები იცვლება. ინგლისის ჩემპიონატში 3 ქულაა სხვაობა. „სიტი“ წინაა და ვნახოთ, როგორი ფინიში გვექნება. გვარდიოლამ სხვაც დაამატა: „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ლივერპულის“ უკანალში ტკივილს...
ჰეი, ჯუდ!
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველია, ინგლისელი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა – ძირითადში არა, მაგრამ ესეც საქმე იყო ამ ასაკის ბიჭისთვის. ბელინგემი ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველია, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. თუმცა ახლა მის სხვა თვისებებზე ვიტყვით. 18 წლის ჯუდი 10-12 წლით უფროს პარტნიორებს ისე უყვირის, იფიქრებ, თავისი გაზრდილები არიანო. ამბობენ, გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია, მის...
ასიანი გოგა
20 ქულა და ასპროცენტიანი სროლის მაჩვენებელი – ასეთი შედეგი დააფიქსირა „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მატჩში, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 123:133 წააგეს. ბითაძის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 17 ქულა იყო, ახლა 20 ქულაა, რომელიც ჩვენებურმა 23 წუთში მოინაგრა. ბითაძეს სროლა არ გაუცუდებია: ოთხივე ორქულიანი, სამივე სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურმა 20 ქულასთან ერთად 6...
სხვა ატლეტიკო
„ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. „როხიბლანკოს” ჩემპიონობის იმედი უკვე გადაეწურა, ფაქტია, რომ მადრიდელები ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ, თუმცა წუხელ, სტუმრად „ბეტისის” 3:1 დამარცხება იმედისმომცემი გამოდგა. „ატლეტებისგან” გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა და თომას ლემარმა. ფელიქსმა ორი შეაგდო. „ბეტისის” გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+5 წუთზე კრისტიან ტელომ გაიტანა...
რაღაც არ გამოდის
გუშინდელი მანჩესტერული დერბის წინ რომ შეიტყო შემადგენლობაში არ ვარო, კრიშტიანუ რონალდუმ გამოაცხადა, რომ ბარძაყი ტკივა და პორტუგალიაში გაფრინდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, როდესაც რალფ რანგნიკმა უთხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, სუპერვარსკვლავს გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. რანგნიკს უთქვამს, მეორე ტაიმში დასვენებული კაცი დამჭირდება და ამიტომ თავიდან სკამზე დაჯექიო, „იუნაიტედის” ლეგენდა კი დარწმუნებული იყო, რომ თამაშზე გავლენას...









