უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ვლადიმირ პუტინის შესახებ, ასევე ომის გამო მომხდარ საფეხბურთო რეფორმებზე ისაუბრეს. ალექსანდრ ჩეფერინი „პუტინთან ურთიერთობაზე? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო. მუდამ კარგად მომზადებული გვხვდებოდა. ზოგადად კი, არა მგონია, ფეხბურთის დიდი ფანი იყოს, სხვა სახეობები უფრო იზიდავს. გული მწყდება, როცა სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას ვაძლევთ, რადგან ეს ომი კონკრეტულად მათი ბრალი…
ბერგამოს „ატალანტა“ რომ მაგარი და უხვგოლიანი გუნდია, ეს ცნობილი ამბავია. „ატალანტაში“ უკრაინელიც თამაშობს და რუსიც: რუსლან მალინოვსკი და ალექსეი მირანჩუკი. როგორაა მათი ურთიერთობა ამ ომის დროს? „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ისაუბრა… „რასაც მალინოვსკი აკეთებს, მართლაც გულისამაჩუყებელია. მეუღლესთან ერთად ყველაფერზე მიდის ხალხის დასახმარებლად. ამ ომმა ჩვენი კლუბი შეაწუხა. მაგალითად, ჩემთვის ეს უფრო შოკისმომგვრელი თემაა, ვიდრე…
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საიუბილეო, 250-ე მატჩი წესით „დინამო არენაზე“ რუსების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ისეთი ომი გააჩაღა, რომ რაგბისგან კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოიკვეთა. „დათვები“ ყველა ტურნირიდან ხომ მოიხსნენ, დარჩენილ მატჩებში კი მათ ვაჟთა ნაკრებს წაგებები ჩაეთვალათ. ჰოდა, ქართველებს იუბილეს გამართვა გაცილებით მშვიდობიან ხალხში მოუწევთ. 12 მარტს, თბილისის დროით 19:30-ზე ბუქარესტის ახალთახალ…
ნეიმარმა მისი და ჯანლუიჯი დონარუმას მიმოწერა გაასაჯაროვა. 30 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს ეს იმისთვის დასჭირდა, რომ მიეჩუმებინა ხმები მისი და იტალიელი მეკარის ჩხუბის შესახებ. მოგეხსენებათ, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მათი დაპირისპირების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. ნეიმარი და დონარუმა თანაგუნდელებს გასაშველებელი გაუხდათ. „პარი სენ ჟერმენს“ „რეალთან“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული. პარიზელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ,…
რომან აბრამოვიჩს „ჩელსის” გასაყიდად 81 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი შეიძლება დაიხუროს. მას მერე, რაც რუს ოლიგარქს ბრიტანეთში სანქციები დაადეს, „ჩელსის” კონტროლი ფაქტობრივად სახელმწიფოს ხელში გადავიდა. სპონსორმა სახელწოდებით Three (ლაპარაკია კომპანიაზე, რომლის ლოგო „3“ ფეხბურთელებს მაისურაზე აწერიათ) კლუბთან 40 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტი გაწყვიტა და ლონდონელები ფინანსურ შავი ხვრელში აღმოჩენის საშიშროების წინაშე დადგნენ. მათ შეიძლება…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes