ჭდე: ზაალ გიგინეიშვილი

Home ზაალ გიგინეიშვილი
სპორტული ჟურნალისტთა პრემიები… გილოცავთ!
ჩანაწერი

სპორტული ჟურნალისტთა პრემიები… გილოცავთ!

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები 2024 წელს მიენიჭათ: მიხეილ კაკაბაძის პრემია – კობა ინასარიძეს და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. ნოდარ გუგუშვილის პრემია – არჩილ გოგელიას, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის. კოტე მახარაძის პრემია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორს გიორგი თვალაბეიშვილს. ეროსი მანჯგალაძის პრემია – ტელეკომპანია პირველის სპორტული გადაცემის...

ჯერ რუმინეთი, მერე – ეპსანეთი ან პორტუგალია
ჩანაწერი

ჯერ რუმინეთი, მერე – ეპსანეთი ან პორტუგალია

კვირას, 16 საათზე „ავჭალის“ მწვანე გაზონზე დაიწყება საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულიგუნდების მატჩი. ამ თამაშს ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, „რაგბი ევროპამ“ თავისი ჩემპიონატის ფორმატი შეცვალა და ამიერიდან გუნდებს ორი საპლეიოფო მატჩის გამართვა უწევთ. ბორჯთალოსნებმა თავისი წილი ჯგუფური ეტაპი მაქსიმალურად შესაძლებელი შედეგით – 15 ქულით დაასრულეს, რამაც ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება მოუტანა, თუმცა ფინალის ჩატარების...

სარბიელის სინი დაბრუნდა!
ჩანაწერი

სარბიელის სინი დაბრუნდა!

რაგბის ქომაგმა რამაზ უკლებამ მოიძია თვალსაწიერიდან 9 წლით გამქრალი „სარბიელის“ სინი და თითბერისგან ვეტერანი მორაგბე-მოქანდეკე გია ჯაფარიძის მიერ ამოჭრილი ჯილდო საქართველოს რაგბის კავშირს გადასცა. „სარბიელის“ სინს 27 წლის ისტორია აქვს. 1995-ში ჩვენის გაზეთში მომუშავე რაგბის მემატიანე ზაალ გიგინეიშვილმა ქართულ სარაგბო რეალობაში ახალზელანდიურო „რანფერლის ფარის“ ანალოგიის შემოტანის ინიციატივა გამოიჩნა. „სარბიელმა“ გია ჯაფარიძეს სინის დამზადება შეუკვეთა და...

250-ე – ტრიუმფალურ თაღზე
ჩანაწერი

250-ე – ტრიუმფალურ თაღზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საიუბილეო, 250-ე მატჩი წესით „დინამო არენაზე“ რუსების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ისეთი ომი გააჩაღა, რომ რაგბისგან კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოიკვეთა. „დათვები“ ყველა ტურნირიდან ხომ მოიხსნენ, დარჩენილ მატჩებში კი მათ ვაჟთა ნაკრებს წაგებები ჩაეთვალათ. ჰოდა, ქართველებს იუბილეს გამართვა გაცილებით მშვიდობიან ხალხში მოუწევთ. 12 მარტს, თბილისის დროით 19:30-ზე ბუქარესტის ახალთახალ...