პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ბარსელონაში“ გადასვლის დიდი სურვილი გამოამჟღავნა. ძალიან საინტერესოა, რომ მას „არსენალიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგება ფულის გამო არ უნდა. გაბონის ნაკრების ფორვარდს სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ამისათვის „გადატვირთვა“ სჭირდება.
„ბარსა“, თავის მხრივ, ცდილობს ოსმან დემბელე გაყიდოს და მონაგებ ფულად, იჯარით ობამეიანგი გადაიბიროს.
კატალონიური პრესა წერს, რომ ჯერჯერობით არსენალელის საქმე ადგილიდან არ იძვრის. „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გამოსავალს ეძებს. კლუბის სახელფასო ფონდი მას ვარსკვლავის ჯამაგირით მოხიბლვის საშუალებას არ აძლევს, თუმცა ობას უთქვამს, ოღონდ თქვენ საქმე გაჩარხეთ და მე ძალიან იაფად ვითამაშებო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
