32-ე ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში საგრძნობი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა, „დინამომ“ და „ბათუმმა,“ ერთნაირი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვეს და მათ შორის ქულათა სხვაობა ისევ ოთხია ზღვისპირელთა სასარგებლოდ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმელები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ჩემპიონობას. სეზონის დამთავრებამდე ხომ სულ რაღაც ოთხი ტური დარჩა. „დინამომ“ კვირას უმასპინძლა „თელავს“ და დამაჯერებლად მოიგო. ზორან...
წელი: 2021
მესი თამაშგარეთ დარჩა
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს გერმანულ „ლაიფციგთან“ გასამართი მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი გაასაჯაროვა. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი. ოფიციალური ვერსიით, 34 წლის არგენტინელმა „ლილთან“ შეხვედრაში (2:1) სერიოზული დისკომფორტი განიცადა და მაურიციო პოჩეტინომ გართულების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა. ამას გარდა, ლეოს მუხლთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ლეო...
ნუნუს ძალიან უცნაური 124 დღე
ნუნუ ესპირიტო სანტო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს. მან „დეზების“ მესაჭედ 124 დღე გაძლო. ესპირიტო სანტოს სამსახურიდან გაშვება ფეხბურთელებს დილის 9 საათსა და 20 წუთზე შეატყობინეს, რამაც ისინი გააკვირვა. ადრე თუ გვიან მწვრთნელს რომ გაუშვებდნენ ყველამ იცოდა, მაგრამ ასე თუ იჩქარებდნენ არავინ ელოდა. როდესაც „სფურზმა“ ჟოზე მოურინიუს შემცვლელად ესპირიტო სანტო აირჩია, კლუბში ბევრს ეგონა, რომ...
აგუერომ სამი თვე უნდა დაისვენოს
სერხიო აგუეროს გულის პრობლემა აქვს და მან სამი თვით უნდა დაისვენოს. „ბარსელონამ“ ასეთი განცხადება გაავრცელა: „ექიმმა ჟოზეპ ბრუგადამ ფეხბურთელს დაუსვა დიაგნოზი და დაუნიშნა თერაპიული მკურნალობა, რაც სამი თვით დასვენებას მოიცავს. ეს საჭიროა, რათა მკურნალობამ შედეგი გამოიღოს“. 33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა კვირა დღე მთლიანად საავადმყოფოში გაატარა, სადაც კარდიოლოგიურ გამოკვლევებს უტარებდნენ. ადრეც ვწერდით, რომ აგუეროს არითმია დაუდგინდა....
ბასილაშვილმა უკვე წააგო
პარიზის მასტერსის პირველივე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ ადრიან მანარინოსთან დამარცხდა და 2:6; 4:6 დამარცხდა. პირველ სეტში ჩვენებური ძალიან სუტად გამოიყურებოდა და სამჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება. შემობრუნება გაუჭირდა და ჩამორჩა. მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. მეექვსე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა, 4:2 დაწინაურდა კიდეც, თუმცა მცირე ხნით, რადგან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და პარიზსაც...
33
ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – ეს ის ხალხია, რომელიც საშემოდგომო ტესტებისთვის მოემზადება. ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 19 ფორვარდი და ხაზის 14 მოთამაშეა – სულ 33 კაცი. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის: პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი („შავი ლომი“, 6, 0), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 23,...
პსჟ სერხიო რამოსს უშვებს
გასულ ზაფხულს 35 წლის ესპანელი მცველი პარიზში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მაგრამ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ამის მიზეზი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტრავმებია. სერხიო ძალიან ჩქარობს მწყობრში ჩადგომას და არ ასრულებს მკურნალობის კურსს, რასაც ახალი ტრავმები მოსდევს. სერხიო რამოსის მუდმივად ლაზარეთში ყოფნა პსჟ-ისთვის მეტისმეტი ფუფუნებაა და როგორც Le Parisien იუწყება, ალბათ კონტრაქტს გაუწყვეტენ.
ლევან ჩილაჩავა – ტურის სიმბოლურში!
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მორიგი ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გამოცემის ექსპერტების რჩეულთა შორის ბირჯღალოსანი ამ ჯერზეც მოხვდა. მე-9 ტურის საუკეთესოთა თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე „კასტრისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან ჩილაჩავა გამწესდა. „ბრივთან“ 23:22 მოგებული შეხვედრის 28-ე წუთზე 30 წლის ქართველმა გუნდის შეტევა ლელოთი დაარულა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის მერე მწყობრში...
კონტემ ტოტენჰემს პირობები დაუთქვა
წარსულში „ინტერის“, „ჩელსის“ და „იუვენტუსის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ ის პირობები გააჟღერა, რომელთა სანაცვლოდაც ლონდონურ „ტოტენჰემში“ მუშაობას დათანხმდება: 3-წლიანი კონტრაქტი წლიურად 15 მილიონი ევრო ხელფასით და 3-4 ტოპ-ტრანსფერი ზამთრის პაუზისას. მედიაში ისიც ითქვა, კონტეს „მანჩესტერი“ უფრო ესიმპათიურება და სულშერის მოხსნას ელისო, მაგრამ არ ხსნიან და რა ექნა?! ამ წუთისთვის „ტოტენჰემი“ 10 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მხოლოდ მერვე,...
22 ქართული ქულა
საფრანგეთის უძლიერესი სარაგბო ლიგის მორიგი ტური ერთობ ბარაქიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენებურთა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა და 22-ვე ქულა ერთ მატჩში გაკეთდა. „კასტრმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და უაღრესად დრამატულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძელთა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩვეულ სტილში, ბურთის რაქიდან ატაცებითა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დამიწებით სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამასობაში კი...









