ჩემპიონთა ლიგა ევროპის ლიგაში…

Home კატეგორიის გარეშე ჩემპიონთა ლიგა ევროპის ლიგაში…
ჩემპიონთა ლიგა ევროპის ლიგაში…

უეფა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ტექნიკური ხარვეზებით ჩატარებული წილისყრის შედეგებს გააუქმებდა და ხელახალს სამი საათის შემდეგ დანიშნავდა, ევროპის ლიგის გუნდების დაწყვილებას შეუდგა. შედეგად, ერთი გამორჩეული წყვილი შედგა, ისეთი, ფინალსაც რომ დაამშვენებდა: „ბარსელონა“ – „ნაპოლი“. რა შეხსენება გჭირდებათ, ევროპის ლიგაში ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გადაინაცვლა. სხვა წყვილებში აშკარა ფავორიტი არ ჩანს, ერთი ეგაა, „შერიფთან“ დაპირისპირებაში ფავორიტად „ბრაგა“ თუ ჩაითვლება…

„სევილია“ – „დინამო ზაგრები“, „ატალანტა“ – „ოლიმპიაკოსი“, „ლაიპციგი“ – „სოსიედადი“,„ბარსელონა“ – „ნაპოლი“, „ზენიტი“ – „ბეტისი“, „დორტმუნდი“ – „რეინჯერსი“, „შერიფი“ – „ბრაგა“, „პორტუ“ – „ლაციო“.

თამაშები 17 და 24 თებერვალს გაიმართება. ამათი რვა გამარჯვებული მერვედფინალში შეუერთდება ევროპა ლიგის ჯგუფების 8 გამარჯვებულს. ესენი არიან: „ლიონი“, „სპარტაკი“ მოსკოვი, „მონაკო“, „აინტრახტი“, „ცრვენა ზვეზდა“, „ლევერკუზენი“, „ვესტ ჰემი“, „გალათასარაი“.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.