Breaking News

Day: December 11, 2021

რაგბი ბეწვის ხიდზე

„შავმა ლომმა“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „ავჭალაზე“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ უმასპინძლა და 27:20 დამარცხა, თავად 4 ქულა მიიღო, მაგრამ მთავარ კონკურენტსაც გაატანა ერთი სანუგეშო ბონუსი. არადა პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 18:6 მოიგო და შესვენებაზე რიცხობრივ მეტობაში გავიდა, რადგანაც ციმბირელთა მეორეხაზელი ქართული მოლის…

Read more

სანიკიძე, ცხადია, პრეზიდენტია

11 დეკემბერს „ქორთიად მეტიოტში“ გამართულ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ცხადია, სამთავრობო გუნდის ფავორიტი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. თავდაპირველად კანდიდატი ორი იყო – სანიკიძე და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პაატა გურასპაული. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორივე სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს, მეორე დღეს კი გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა. კრებას 39 დელეგატი ესწრებოდა და რა თქმა უნდა, მათ სანიკიძე ერთხმად…

Read more

რონალდუ შეიძლება რეალში დაბრუნდესო?

კაცმა არ იცის რამდენად მართალია, მაგრამ ესპანურ პრესაშიც კი წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება „რეალში“ დაბრუნდეს. მიზეზი: „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი საქმე გაურკვეველია. პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდზე“ 2021/22 წლების სეზონში დაბრუნდა. მანჩესტერამდე ის „იუვენტუსში“ თამაშობდა. კრიშტიანუმ „იუნაიტედში“ თავი გამოიჩინა — დღემდე, ყველა შეჯიბრებაში ერთად 12 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, გერმანელი რალფ რანგნიკი, რომლის ხელშიც,…

Read more

სტადიონებისკენ კოვიდპასპორტებით

ინგლისში გადაწყვიტეს, რომ მომდევნო კვირიდან სტადიონების შესასვლელებთან ამორჩევით შეამოწმებენ, აქვთ თუ არა გულშემატკივრებს კოვიდ-პასპორტი. წესი ასეთია: ოთხშაბათიდან ყველა, ვინც ფეხბურთის სანახავად 10 ათასზე მეტი ტევადობის მქონე სარბიელზე მიდის, მზად უნდა იყოს შესვლისას საბუთის საჩვენებლად. საბუთში უნდა ეწეროს, რომ მაყურებელი ან ორჯერ არის აცრილი ან ბოლო 24 საათში ტესტი გაიკეთა და ავად არაა. ზემოთ ნახსენები ინფორმაცია…

Read more

რაიოლა ოქროს ბურთს სერიოზულად არ უყურებს

ნოემბრის ბოლოს „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ტრადიციული დაჯილდოება მოაწყო. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოკითხულთა ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეშვიდედ გახდა არგენტინელი ლეო მესი, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მსოფლიოში ცნობილმა საფეხბურთო საქმოსანმა მინო რაიოლამ თქვა, რომ ამ გამოკითხვას პატივს არ სცემს. იბრაჰიმოვიჩს კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზნად „ოქროს ბურთის“ მოპოვება ჰქონდა დასახული. ფრანგული ჟურნალის ჯილდო მსოფლიო  ფეხბურთში…

Read more