11 დეკემბერს „ქორთიად მეტიოტში“ გამართულ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ცხადია, სამთავრობო გუნდის ფავორიტი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. თავდაპირველად კანდიდატი ორი იყო – სანიკიძე და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პაატა გურასპაული. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორივე სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს, მეორე დღეს კი გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა. კრებას 39 დელეგატი ესწრებოდა და რა თქმა უნდა, მათ სანიკიძე ერთხმად...
