მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პერიოდის გამო ფრანგულ კლუბებში ქართველ ლეგიონერთა რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, ტოპ 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ჩვენებური მაინც მოხვდა.
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ წინა უქმეების სიმბოლურ გუნდში „ბრივის“ მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორკინალი ლუკა ჯაფარიძის არყოფნის პირობებში ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და თავისი შანსი ხელდან არ გაუშვა.
28 წლის პირველხაზელმა „რასინგ-92“-ის წინააღმდეგ საუცხოოდ ითამაშა, თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ტურის სიმბოლურში მოხვედრა ალალად დაიმსახურა. სოსო ბეკოშვილისთვის ეს იყო მე-4 მატჩი მიმდინარე სეზონში.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი13/07/2026 | 21:34იტალიური კოშმარი ქუთაისში
რაგბი12/07/2026 | 17:54გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
აქეთურ-იქითური12/07/2026 | 03:14პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
აქეთურ-იქითური10/07/2026 | 20:36სამოასთვის სამაგიეროს გადასახდელად
