საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. „ბებერი კონტინენტის“ უმთავრესი ტურნირი 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება, ხოლო ფლეი ოფის ყველა თამაში ნიდერლანდების დედაქალაქში გადაინაცვლებს.
წილისყრის შედეგად გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები ფინალური ტურნირის D ჯგუფში – ბოსნია, აზერბაიჯანი, ესპანეთი.
სხვა ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: ნიდერლანდები, სერბეთი ან ბელარუსი, უკრაინა, პორტუგალია
B ჯგუფი: ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი
C ჯგუფი: რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია
სერბეთი და ბელარუსი 14 და 17 ნოემბერს ერთმანეთში გაარკვევენ ბოლო მონაწილის ვინაობა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
