დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობას ვალს, 175 მილიონ გირვანქას დაუბრუნებს და ხელ-ფეხი გაეხსნება — ევრო 2020-ის მონაწილე ფეხბურთელები, ბოლოსდაბოლოს თავიანთ პრემიებს მიიღებენ.
ინგლისური ფეხბურთის შეფებმა შარშან დეკემბერში კორონაპანდემიის სავალალო შედეგებისთვის თავის დასაღწევად დამატებითი დაფინანსება მოითხოვეს.
„სანმა“ შეიტყო, რომ ასოციაცია დღეს, დღის ბოლომდე აპირებს ვალის მთლინად გასტუმრებას. და სწორედ ეს იყო დაბრკოლება, რომელიც ამ ორგანიზაციას ნაკრების მოთამაშეებისთვის პრემიების გადახდაში უშლიდა ხელს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ზე მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი იტალია გახდა, რომელმაც ძირითად და დამატებით დროში 1:1-ის შემდეგ, პენალტებში მოუგო შეხვედრის მასპინძლებს.
თანხა, რომელიც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა მეორე ადგილზე გასვლისთვის უნდა მიიღონ, კაცზე 300 000 გირვანქაა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
