ბასილაშვილი ნახევარფინალში მონფილსმა არ გაუშვა

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილი ნახევარფინალში მონფილსმა არ გაუშვა
ბასილაშვილი ნახევარფინალში მონფილსმა არ გაუშვა

მეცის საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგ გაელ მონფილსთან 3:6; 3:6 წააგო.

მატჩი საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა და ფრანგის დამაჯერებელი თამაშით მიმდინარეობდა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი სეტი იყო. გარკვეული პერიოდი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. მერვე გეიმში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება წააგო და მომდევნო გეიმში მონფილსმა უკვე სეტი წაიღო.

მეორე სეტმა მთლიანად ფრანგის დომინირებით ჩაიარა. მონფილსმა დასაწყისში ორი ჩაწოდება აართვა ბასილაშვილს და 5:1 დაწინაურდა. ბასილაშვილმა თითქოს გაიბრძოლა და ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ იქვე მოეშვა და მატჩი დათმო.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.