ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ დღეს „ტვიტერზე” ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა:
დღეს, ვადა ამოეწურა ჩემს კონტრაქტს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. მე ეროვნულ გუნდთან ხუთი წელიწადი გავატარე. მუხლჩაუხრელი მუშაობის წყალობით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.
მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომელთაც ნაკრების მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა მომცეს.
მადლობელი ვარ ყველა ფეხბურთელის, ყველა იმ ადამიანის, რომელიც მეხმარებოდა და გუნდის საქმიანობაში იყო ჩართული.
დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის.
ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ უკრაინული ფეხბურთი კონკურენტუნარიანი, შედეგიანი და ამაღელვებელია.
უკრაინის რწმენით, ანდრეი შევჩენკო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
